უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ დემოკრატები“ დაიშალა

უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ დემოკრატები“ დაიშალა. პარლამენტის ბიურომ დღეს ცნობად მიიღო ფრაქციის სამი წევრის, გია ჟორჟოლიანის, მირიან წიკლაურის და კობა ნარჩემაშვილის გადაწყვეტილება ფრაქციიდან გასვლის შესახებ.

ამ ფრაქციაში მყოფი კიდევ ორი დეპუტატი სულხან მახათაძე და რომან მუჩიაშვილი კი, ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ გაერთიანდნენ.

ამასთან, პარლამენტის ბიუროს მიეწოდა ინფორმაცია, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ სახელწოდების შეცვლის შესახებ. აღნიშნული ფრაქციის სახელწოდებად „პატრიოტთა ალიანსი – სოციალ-დემოკრატები“ განისაზღვრა. უმრავლესობიდან გასული გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური სწორედ ამ ფრაქციაში ერთიანდებიან.

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ დღეს ოფიციალურად დატოვა დავით ჭიჭინაძემ, რომელიც პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი იქნება.

ფრაქციებთან დაკავშირებით, მოხდა კიდევ ერთი გადანაცვლება. კერძოდ, ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველები“ შოთა შალელაშვილმა დატოვა. შალელაშვილი ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ შევიდა, ხოლო მის ნაცვლად, „ქართული ოცნება - მრეწველების“ ფრაქციას იოსებ მაკრახიძე შეუერთდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა