მიხეილ ბატიაშვილი - უფასო ფაკულტეტები მომავალ წელსაც იქნება

უფასო ფაკულტეტები მომავალ წელსაც იქნება, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, მომავალი წლის გაზაფხულზე სამინისტრო უფასო ფაკულტეტების მოდელსა და დაფინანსების საკითხს წარმოადგენს.

„საუბარია უფასო ფაკულტეტების გადახედვაზე და დაფინანსების საჭიროებისამებრ გადანაწილებაზე. წელს არანაირი ცვლილება არ იგეგმება და არც განხორციელდება ამ მიმართულებით. მომავალი წლის გაზაფხულის ბოლოს, რეფორმის დანარჩენ ნაწილთან ერთად კონკრეტულად წარმოგიდგენთ, როგორ შეიცვლება დაფინანსების მოდელი და უფასო ფაკულტეტების მოდელი. წელს ყველაფერი ისე დარჩება, როგორც არის. ასევე, ვამბობ, რომ უფასო ფაკულტეტები მომავალ წელსაც იქნება“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება