სოზარ სუბარი - ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის თავმჯდომარე და ბუნებრივია, მივა ყველგან, სადაც საჭიროდ ჩათვლის

არ მახსენდება არც ერთი დღე, როცა ბიძინა ივანიშვილი არ იყო აქტიური, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა. კერძოდ, ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ხომ არ უკავშირდებოდა ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოში ვიზიტი საარჩევნო კამპანიას.

როგორც სოზარ სუბარმა განაცხადა, კონკრეტული ვიზიტი პირველი პრეზიდენტის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უკავშირდებოდა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეა და აქვს უფლება, იაროს ყველგან, სადაც საჭიროდ ჩათვლის.

„რეგიონებში ყოველთვის დადიოდა, თუმცა დღეს მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ქვეყნის პირველ პრეზიდენტს 80 წელი შეუსრულდებოდა, იგეგმება ბევრი ღონისძიება, მათ შორის, იმ ადგილების აღდგენა, სადაც მან ცხოვრების ბოლო დღეები გაატარა. ეს კონკრეტული გასვლა არ არის საარჩევნო კამპანიის ნაწილი, თუმცა ის არის პარტიის თავმჯდომარე და ბუნებრივია, მივა ყველგან, სადაც საჭიროდ ჩათვლის"- განაცხადა სოზარ სუბარმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს