საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკების გავრცელება მხოლოდ სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება არ იქნება - პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული წესითაც გავრცელდება

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკების გავრცელება მხოლოდ სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება არ იქნება - ამ მიმართულებით პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული წესითაც გავრცელდება.

როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში, დეპუტატებმა ირაკლი სესიაშვილმა და ოთარ ჩრდილელმა პარლამენტს “სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები წარუდგინეს, რომლის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ნაბეჭდი გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, რეკლამირება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა, საქართველოდან გატანა, რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. ამავე პროექტით, აღნიშნული ქმედებისათვის იურიდიული პირი ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით დაისჯება.

ამავე თემაზე პარლამენტში ინიცირებისათვის მზად არის ახალი - “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომლის გათვალისწინებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ბეჭდური გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა ან საქართველოდან გატანა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის - 150 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

როგორც პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა ირაკლი სესიაშვილმა “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტა, როდესაც მიზანი არის ის, რომ აჩვენო რუკა საქართველოს ტერიტორტიული მთლიანობის დარღვევით და ამას შეგნებულად აკეთებ, ეს სისხლის სამართლის დანაშაული იქნება, მაგრამ თუკი ტურისტს ვინმე ხელში ასეთ რუკას შეაჩეჩებს, მას ის შეუცნობლად ექნება და პოლიცია საზღვარზე უპოვის, ასეთ შემთხვევებზე, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გავრცელდება.

“როდესაც “სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განვიხილეთ, კომიტეტზე ითქვა, რომ აეროპორტში შემოსულ ტურისტს შემთხვევით ხელში ასეთი რუკა რომ ეჭიროს, მას სისხლის სამართლის პასიხისმგებლობა უნდა დავაკისროთ და ციხეში უნდა გავუშვათ თუ არა? კომიტეტის დასკვანა იყო, რომ ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც შევიდეს. თუკი ტურისტი რუკას საკუთარი ნებით ჩააბარებს, არაფერი მოუვა, მაგრამ თუკი ამის წინააღმდეგ წავა - ჯარიმას გადაიხდის და რუკას იძულებით ჩამოართმევენ“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

“ადმინისტრაციულ სამართლადღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს ინიცირებისთვის 8 აპრილის სხდომაზე წარედგინება.

პროექტის ინიციატორები ირაკლი სესიაშვილთან ერთად არიან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და რატი იონათამიშვილი.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება