დავით ბერძენიშვილი - როდესაც პოლიტიკურად მაგრად მოხვდება მოავტორიტარო ხელისუფლებას,   მერე იწყებენ ხოლმე ხალხთან ენის მოჩლექვით საუბარს

როდესაც პოლიტიკურად მაგრად მოხვდება მოავტორიტარო ხელისუფლებას, მერე იწყებენ ხოლმე ხალხთან ენის მოჩლექვით საუბარს მცირე ხნით , - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ყოფილმა დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა. გადაცემაში ბერძენიშვილმა ბიძინა ივანიშვილის წერილი შეაფასა და მიხეილ სააკაშვილისა და „ქართული ოცნების“ ლიდერის მმართველობას შორის პარალელები გაავლო.

„ადამიანებს სჩვევიათ საკუთარ დამსახურებებზე ჰიპერტროფირებული წარმოდგენების შექმნა. ბიძინა ივანიშვილი ამ თვალსაზრისით არაფრით განსხვავდება თავისი წინამორბედებისგან, პირიქით, თუ რამეთი განსხვავდება, ის კიდევ უფრო ჰიპერტროფირებულია. პირველი წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენ გვქონდა წარმატებები და ეს აისახა კიდეც ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებაში, მაგრამ უნდა ითქვას, როდესაც ბიძინა ივანიშვილი მეორე ტურის წინ საკუთარ ათობით მილიონს ჩამოდის და ადმინისტრაციულ რესურს ბოლომდე იყენებს, ეს არ არის წარმატება. ის, რომ პატიმარი იყო ბევრი და ახლა არის ცოტა, ეს არის წარმატება. ის, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს ინფრასტრუქტურული პროექტები: საზღვარი, საბაჟო, პატრული, იუსტიციის სახელები შეიქმნა, ეს არის წარმატება, ის, რომ ივანიშვილის მმართველობის დროს ეს ინსტიტუტები შენარჩუნდა, ეს არის კარგი, მაგრამ მიშას დროს 7 ნოემბერი იყო კატასტროფა“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ყოფილმა დეპუტატმა ისიც აღნიშნა, რომ ის ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ტოლობის ნიშანს არ წერს, თუმცა ყველა მმართველობას ჰქონდა პლუსი და მინუსი.

„როდესაც პოლიტიკურად მაგრად მოხვდება მოავტორიტარო ხელისუფლებას, მერე იწყებენ ხოლმე ხალხთან ენისმოჩლექვით საუბარს,მცირე ხნით. ბიძინა ივანიშვილს ეს მოუვიდა პირველი ტურის შემდეგ, გვახსოვს ხომ ჩანაწერი?! ალბათ, რამდენიმე დუბლი ჩაწერეს, რომ რაც შეიძლება საწყლად გამოჩენილიყო მისი სახე. გავიხსენოთ მიშას მიდგომები, კადრები, ცრემლი რომ ჩამოუგორდა... ასეთ ვითარებაში ჩვევიათ ხოლმე, მაგრამ ეს არ არის არსებითი, ვინც გაიაზრებს უკეთესია. მე არ ვსვამ ტოლობის ნიშანს ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის, მაგრამ ნებისმიერ ხელისუფლებას ამ ქვეყანაში პლუსიც და მინუსიც ჰქონდა“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო