ბიძინა ივანიშვილი - გარედან მართული დაპირისპირების რისკი არანაკლებ არსებობს ახლა, ვიდრე ადრე

მოვახერხეთ და 2008 წლის ომიც ვერ აიცილა თავიდან ჩვენმა გაუაზრებელმა ხელისუფლებამ, უამრავი დევნილი მივიღეთ და მივიღეთ ძალიან დანგრეული ეკონომიკა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნული განცხადება, გარე ძალების ზემოქმედებაზე საუბრისას გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მთავარი გაერთიანებაა. მისივე განცხადებით, საქართველომ ყველაზე მეტი შეცდომა გამოუცდელობით დაუშვა და აღნიშნავს, რომ გარედან მართული დაპირისპირების რისკი არანაკლებ არსებობს ახლა, ვიდრე წარსულში.

“გარედან მართული დაპირისპირების რისკი არანაკლებ არსებობს ახლა, ვიდრე მაშინ. ეს ყოველთვის არსებობს და არამარტო ქართული სახელმწიფოსადმი, ყველა სახელმწიფოს აქვს მსგავსი საშიშროებები. ამისთვის საჭიროა შიდა დარაზმულობები, როდესაც საზოგადოება ვერ ახერხებს შეთანხმებას, გარე ძალები ძალიან ნაყოფიერ ნიადაგს ნახულობენ იმისთვის, რომ დააზიანონ ქვეყანა. ჩვენ სამწუხაროდ, ჩვენივე გამოუცდელობით მოვახერხეთ ყველაზე მეტი ამ პერიოდში - პრაქტიკულად დავანგრიეთ ეკონომიკა სამოქალაქო ომის დროს, ამის შემდგომ მოვახერხეთ და 2008 წლის ომიც ვერ აიცილა თავიდან ჩვენმა გაუაზრებელმა ხელისუფლებამ, უამრავი დევნილი მივიღეთ და მივიღეთ ძალიან დანგრეული ეკონომიკა. საგარეოზე და გარე მტერზე ამის დაბრალება არასწორი იქნება. ყველაზე დიდი პრობლემა ყოველთვის იყო შიდა ღალატი და შიდა შეუთანხმებლობა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა