გედევან ფოფხაძე - აშშ-ს ელჩის განცხადება მეტყველებს, რომ ჩვენი პარტნიორები კმაყოფილი არ არიან - ჩვენ ვკარგავთ ყველა პარტნიორს

ჩვენ ვკარგავთ ყველა პარტნიორს, მოკავშირეს იმის გამო, რომ მართლმსაჯულებას საშუალებას არ ვაძლევთ განვითარდეს დამოუკიდებლად და პოლიტიკური წნეხის ქვეშ ვაქცევთ, -ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ იმ საჯარო შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის საკითხთან დაკავშირებით სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" მიმდინარეობს.

ფოფხაძის შეფასებით, საქართველოს პარტნიორები ქვეყანაში სასამართლო სისტემის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ღია უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

„მე მგონი, აშშ-ს ელჩის განცხადებაც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი პოლიტიკური პარტნიორები არ არიან კმაყოფილი სასამართლოსთან დაკავშირებული პროცესებით. ვენეციის დასკვნა რომ უარყოფითია და არ არის გაზიარებული, აშშ-ს საელჩომ ეს მკაფიოდ დააფიქსრა. შეიძლება ვიღაც ადგეს და მაინც თქვას, რომ მადლობა აშშ-ს ელჩს მხარდაჭერისთვისო, მაგრამ ეს სირაქლემას პოზიციას ჰგავს და ხელისუფლებას არ უნდა დაინახოს, რომ ჩვენ ვკარგავთ ყველა პარტნიორს, მოკავშირეს იმის გამო, რომ მართლმსაჯულებას საშუალებას არ ვაძლევთ განვითარდეს დამოუკიდებლად, პოლიტიკური წნეხის ქვეშ ვაქცევთ. ეს საკანონმდებლო პროცესი ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი ტესტი იქნება. თუ ჩვენ წავალთ იმ გზით რა გზითაც მივდივართ, ყველა ჩვენ პარტნიორთან დავკარგავთ ნდობას და მივიღებთ მართლმსაჯულებას, რომელიც პოლიტიკური ისტებლიშმენტის პოლიტიკურ ინტერესებს არის მორგებული",-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს