რუსლან აბაშიძე - ვადასტურებ, რომ  სალომე ზურაბიშვილის ახლობელი და მეგობარი ვარ,  მაგრამ ეს მომენტი არ უკავშირდება  ჩემს პოზიციას

მეც ვადასტურებ, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ახლობელი და მეგობარი ვარ, - ამის შესახებ აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ პოსტზე დანიშვნის შემდეგ განაცხადა. თუმცა იქვე აღნიშნა, პრეზიდენტის მეგობრობისა და იმ ფაქტს, რომ გარკვეული ოდენობის თანხა შესწირა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას, არ უკავშირდება აფხაზეთის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებას, სწორედ ის აერჩიათ მთავრობის მეთაურად.

„მეც ვადასტურებ, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ახლობელი და მეგობარი ვარ. ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ეს მომენტი არ უკავშირდება ამ ჩემს პოზიციას“ - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე თუ ვინ წარუდგინა მისი კანდიდატურა აფხაზეთის უზენაესს საბჭოს, აბაშიძემ რამდენჯერმე გაიმეორა რომ „საზოგადოებამ“. თუმცა ვინ იგულისხმა საზოგადოებაში, მას არ დაუკონკრეტებია.

კიდევ ერთი კითხვა, რომელიც ჟურნალისტებმა დაუსვეს რუსლან აბაშიძეს, სასამართლო დავას ეხება, რომელშიც მისი გვარი ფიგურირებს.

„ეს დავა მიმდინარეობს, ეს არის შრომითი დავა. პროცესი გამჭვირვალეა და შეგიძლიათ გადაამოწმოთ“, - განაცხადა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, ვახტანგ ყოლბაიამ პოსტზე 6 წლიანი ყოფნის შემდეგ, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს თანამდებობიდან წასვლის შესახებ წერილობით დღეს მიმართა. უმაღლესმა საბჭომ ყოლბაიას შემცვლელი დღესვე შეარჩია და დაამტკიცა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო