ნიკა გვარამია - „რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო  ნიჟარაძე ჩემგან და სხვა მეწილეებისგან 26 მილიონ ლარს ითხოვს

„რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანიაზე „შეტევის ახალი ფაზა იწყება“.

როგორც ნიკა გვარამიამ დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, „რუსთავი2“-მა, დღეს, ტელევიზიის წილის 9%-ის მფლობელის ნინო ნიჟარაძის სარჩელი მიიღო, რომლის მიხედვითაც, ნიჟარაძე „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორისგან, სხვა მეწილეებისგან და ე.წ გაყიდვების სახლისგან, ჯამში დაგროვილი გადასახადების სახით, 26 მილიონ ლარის კომპენსაციას ითხოვს.

„რუსთავი2“-ზე დაიწყო შეტევის ახალი ფაზა და ეს ფაზა, იქნება, როგორც ჩანს, უკანასკნელი და გადამწყვეტი, ოღონდ არა მხოლოდ „რუსთავი2“-სთვის, არა მხოლოდ თავისუფალი სიტყვისთვის ამ ქვეყანაში, არამედ ზოგადად, ამ ქვეყნის ისტორიაში, ეს იქნება მნიშვნელოვანი ეტაპი და ძალიან სიმბოლურია, რომ ეს ბრძოლა რუსული ორიენტაციის ძალებსა და დასავლური ორიენტაციის ძალებს შორის არის და მე იმედი მაქვს, რომ ყველა პოლიტიკური ძალა გააცნობიერებს ამას, ვგულისხმობ დასავლური ორიენტაციის ძალებს და ეს ბრძოლის ხაზი გადის რუსთავი2-ზე. ეს ძალიან სიმბოლურია და ლოგიკური. „რუსთავი2“-ში დღეს შემოვიდა 9%-ის მფლობელი მეწილის, ნინო ნიჟარაძის სარჩელი, „რუსთავი2“-ის სხვა მეწილეების, პირადად ჩემი, „რუსთავი2“-ის გაყიდვების სახლის წინააღმდეგ. ნინო ნიჟარაძე ითხოვს კომპენსაციას დაგროვილი გადასახადების სახით ჩემგან და სხვა მეწილეებისგან, თუმცა თვითონ 9%-ს ფლობს და როგორც ჩანს, მას უფრო აწუხებს, ვიდრე 91% წილის მფლობელებს. ითხოვს 2015 წელს, თვითონ როგორც ამბობს, „გამქრალი“ 10 მილიონ ლარს გაყიდვების სახლისგან და არა ჩვენგან და ჩვენთვის საერთოდ უცნობია, რა თანხაზეა ლაპარაკი. ერთადერთი წყარო, რომელიც ამაზე საუბრობდა 2015 წელს, ეს იყო კახა ბექაური და მისი კომისია და ამაზე დაყრდნობით არის აქ საუბარი. სრული აბსურდია, არავითარი 10 მილიონი არ გამქრალა, მაგრამ ამას ითხოვს და ასევე, ითხოვს ჩემგან, რატომ გავზარდე უფასო პოლიტიკური რეკლამების ლიმიტი ოპოზიციის სასარგებლოდ და ამით ზიანი მივაყენე კომპანიას, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ამაზე მხოლოდ მარეგულირებელი კომისია საუბრობდა და აქაც ამაზე დაყრდნობით არის გაკეთებული ეს განცხადება, არადა კანონით ნებადართული საქმიანობაა და კანონი ამას ითვალისწინებს. ასევე, ითხოვს მილიონ 600 000 ლარს პირადად მისთვის, იმიტომ რომ სხვა მეწილეებმა არ მისცეს წილის გაყიდვის უფლება, რაც პრინციპში, წესდებით გათვალისწინეულია. ჯამში, ითხოვს 26 მილიონ ლარს დაახლოებით და ითხოვს სოლიდარულად, ჩემგან და მეწილეებისგან“, - განაცხადა გვარამიამ.

როგორც გვარამია აღნიშნავს, ეს დავა სრული აბსურდია, თუმცა მისთვის უკვე ნათელია, სასამართლო როგორ გადაწყვეტილებას გამოიტანს.

„სარჩელი არის სარჩელისთვის, დაყრდნობილია კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის და საგადასახადო დავალიანებების ინფორმაციებზე. სავარაუდოდ, არის არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ წამოწყებული, მაგრამ ამას მნიშვნელოვა არ აქვს. დავა შესულია სასამართლოში, რომელსაც შუეძლია ყველაფერი. დავას იხილავს გამორჩეულად ბინძური მოსამართლე, ქოჩიაშვილი, რომელიც არის ამ ქვეყნისთვის კარგად ცნობილი სამოსამართლეო კლანის წევრი და სრულიად გასაგებია რა გადაწყვეტილებაც იქნება გამოტანილი“, - განაცხადა გვარამიამ.

მისი თქმით, ამ სარჩელის მიზანი არის „რუსთავი2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა და პირველ რიგში, ეს ეხება იმ ადამიანს, რომელიც არის გარანტი, „რუსთავი2“-ის სარედაქციო პოლიტიკისა და ეს თვითონაა.

მისივე თქმით, წინმსწრები ინფორმაციით, მთავარი მოთხოვნა, რომელიც სარჩელში წამოყენებული იქნებოდა, დირექტორის უფლებამოსილების შეჩერებაა, რაც მისი განმარტებით, ბევრჯერ სცადა სასამართლომ ბიძინა ივანიშვლის მოთხოვნით, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოს გამო ეს ვერ მოხერხდა.

ამასთან, მისივე განცხადებით, ამ სარჩელის მიზანია კომპანიის გაკოტრება და მისი შეძენა ბიძინა ივანიშვილის მიერ.

ნიკა გვარამიას განცხადებით, იმის გამო, რომ „რუსთავი2“ ქართულ სასამართლოს არ ენდობა, ის ნიჟარაძეს სთავაზობს, სარჩელი ქართული სასამართლოდან გამოიტანოს და შეიტანოს ნებისმიერ სართაშორისო არბიტრაჟში.

„მე ვთავაზობ ქალბატონ ნიჟარაძეს, გამოიტანოს სარჩელი ქართული სასამართლოდან და შეიტანოს ნებისმიერ სართაშორისო არბიტრაჟში. ჩვენ, ცხადია, ქართულ სასამართლოს არ ვენდობით, გვაქვს ამის გამოცდილება, ამიტომ თუ ეს არის დავა ორ ბიზნესსუბიექტს შორის, ჩვენ ვთავაზობთ მოდავე მხარეს, შეიტანოს სარჩელი ნებისმიერ არბიტრაჟში. უნდათ საქართველოში შევქმნათ ჩვენთვის სანდო პირებისგან არბიტრაჟი, უნდათ საერთაშორისო არბიტრაჟში შეიტანონ სარჩელი“, - განაცხადა გვარამიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო