თამარ ჩუგოშვილი - საერთო პასუხისმგებლობაა, რომ პროკურატურის დამოუკიდებლობის ახალი სტანდარტი მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ

საქართველოს პარლამენტის სახელით და პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით, გილოცავთ პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს პროფესიულ დღეს. ჩვენი და თქვენი საერთო პასუხისმგებლობაა, რომ ეს ძალიან დიდი შანსი, რომელიც ამ კონსტიტუციით მივიღეთ, ანუ, პროკურატურის დამოუკიდებლობის ახალი სტანდარტი, გამოვიყენოთ მაქსიმალურად ეფექტურად, - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში შეკრებილ პროკურორებს პროფესიული დღე.

მისივე თქმით, პროკურატურა არის ყველა დემოკრატიული ქვეყნის მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რომელიც განსაკუთრებულ როლს ასრულებს კანონის უზენაესობის, ადამიანების უფლებების დაცვის, დანაშაულთან ბრძოლის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყნის სტაბილურობისა და განვითარების საკითხში.

,,კონსტიტუციის თანახმად, პროკურატურა დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოა, იგი აღარ არის რომელიმე სახელისუფლებო შტოს ნაწილი, ეს რეფორმა ერთი შეხედვით უმნიშვნელოვანესი რეფორმაა, მაგრამ ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაც. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკის მიმართ ძირითად მიმართულებებს ასევე ამტკიცებს პარლამენტი. სწორედ პარლამენტი იღებს ისეთ მნიშვნელოვან კანონებს, რომლებიც პირადაპირ არის დაკავშირებული პროკურატურის საქმიანობასთან და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად მნიშვნელოვანი არის პარლამენტსა და პროკურატურას შორის ჯანსაღი, გამჭვირვალე ურთიერთობების დამკვიდრება“ , - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, პროკურატურის დამოუკიდებლობის პროცესის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების ნდობა და ვიცე-სპიკერმა პროკურორებს სწორედ მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მოპოვება უსურვა.

„ჩვენი და თქვენი საერთო პასუხისმგებლობაა, რომ ეს ძალიან დიდი შანსი, რომელიც ამ კონსტიტუციით მივიღეთ, ანუ, პროკურატურის დამოუკიდებლობის ახალი სტანდარტი, გამოვიყენოთ მაქსიმალურად ეფექტურად. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში საზოგადოების ნდობა და პირველი რაც მინდა თქვენ გისურვოთ, არის სწორედ მაღალი საზოგადოებრივი ნდობა“ , - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა