დავით ზალკალიანი - როცა პრეზიდენტი ვიზიტით მიემგზავრება, სასაუბრო თემატიკას, რა საკითხებზე გაამახვილოს ყურადღება, საგარეო უწყება უმზადებს

საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ნებისმიერი თანამდებობის პირისთვის, რომელიც ვიზიტით მიემგზავრება, სასაუბრო თემატიკას, რაზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს, საგარეო უწყება ამზადებს. ამის შესახებ დავით ზალკალიანმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აზერბაიჯანში ვიზიტზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, მიწოდებული ჰქონდა თუ არა პრეზიდენტს სასაუბრო თემატიკის შესახებ ინფორმაცია და შეთანხმებული იყო თუ არა ზურაბიშვილის განცხადებები, რომელიც მან ბაქოში გააკეთა, საგარეო უწყებასთან.

"ეს მართლაც ძალიან მგრძნობიარე საკითხია და ამ საკითხებზე ზედმეტი სპეკულაციები დამაზიანებელია. ამიტომ აუცილებელია კომისიას მიეცეს ნორმალურ პირობებში მუშაობის გაგრძლების საშუალება. დელიმიტაციის საკითხი მუდმივად დგას საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი უმაღლესი თანამდებობის პირის ვიზიტი ხორციელდება აზერბაიჯანში ან რომელ თანამდებობის პირთან გვაქვს ჩვენ ურთიერთობა. როდესაც გავდივართ ორმხრივი ურთიერთობის საკითხებს, იქ არის მთელი ჩამონათვალი და ბუნებრივია, დელიმიტაციის კომისიის მუშაობის განახლების საკითხი არის ამ ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო წლების განმავლობაში დელიმიტაციის კომისიის საქმიანობა ვერ ხორციელდებოდა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ჩვენ იმ სასაუბრო მასალაში, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ამზადებს საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის სხვადასხვა ვიზიტების დროს და ამ შემთხვევაში აზერბაიჯანთან მიმართებაში, ბუნებრივია, ეს საკითხიც შეტანილი იყო. მიუხედავად იმისა, მიმდინარეობდა თუ არა ოფიციალური მუშაობა კომისიის ფარგლებში, ჩვენც, ჩვენი ორმხრივი შეხვედრების დროს მუდმივად ვსაუბრობდით ამ თემატიკაზე. მოგეხსენებათ, რომ კომისიამ განაახლა მუშაობა და განახლდა შემადგენლობა. კარგია, რომ ორივე მხარეს არის პოლიტიკური ნება, რომ კომისიის ფარგლებში საქმიანობა გაგრძელდეს", - განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, როდესაც პრეზიდენტი რომელიმე ქვეყანაში მიდის ვიზიტით, სასაუბრო თემატიკას მას საგარეო უწყება აწვდის.

"ვიზიტის ფარგლებში განხორციელებულ სასაუბრო თემატიკას, რა საკითხებზე გაამახვილოს ყურადღება, ვუმზადებთ ჩვენ, საგარეო საქმეთა სამინისტრო", - აღნიშნა ზალკალიანმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა