კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის რადიოფილმის „ჩუმად, ხმაურია!“ ჩვენება გაიმართება

თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში ხვალ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის რადიოფილმის „ჩუმად, ხმაურია!“ ჩვენება გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ფილმზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა ჯგუფი მუშაობდა.

მათივე ინფორმაციით, ფილმში გამოყენებულია სცენები გიორგი კიკალიშვილის მხატვრული ფილმიდან „წმინდა გიორგი", გრიბოედოვის თეატრის სპექტაკლიდან "ბურატინო" (რეჟისორი გია კიტია) და ფრაგენტები მარიონეტების თეატრის სხვადასხვა დადგმებიდან.

„ფილმისა და სპექტაკლების ცალკეული სცენების ფონზე მათი ავტორები და მონაწილე მსახიობები ემოციურად საუბრობენ კულისებიდან სცენამდე და გადასაღებ მოედნამდე გასავლელ გზაზე, თუ როგორ იცვლება მათი სამყარო და ცნობიერება ამ მცირე დროში. მაყურებელი ასევე მოისმენს ფილმისა და სპექტაკლის შექმნასთან დაკავშირებული სირთულეებისა და განცდების შესახებ; გაიგებენ, როგორ რეჟიმში უხდებათ მუშაობა მსახიობებსა და დამდგმელ ჯგუფს, გაეცნობიან პანტომიმის თეატრის სპეციფიკას, როდესაც მსახიობები მაყურებელს ჟესტებითა და მოძრაობით ესაუბრებიან. ჩვენების თანაორგანიზატორია ლიტერატურული სალონი „საგულისონი“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა