ირაკლი ზაქარეიშვილი - ზვიად კუპრავამ  წიხლი დამარტყა და მაგინებდა

ზვიად კუპრავამ წიხლი დამარტყა, ეს ჩემი დამცირების მიზნით გააკეთა. ფიზიკურად გამისწორდა და მაგინებდა, - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე დაზარალებულმა ირაკლი ზაქარეიშვილმა განაცხადა.

ის დღეს ზვიად კუპრავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, მოწმის სახით იკითხება.

„ვიღაც უკნიდან დამეწია, საქმე მაქვს შენთან წამომყევიო, აგრესიული ტონით მითხრა. შევბრუნდი უკან და ამ დროს ზურგიდან მომეპარა და წიხლი დამარტყა, სასწაული გინება დაიწყეს, მას ახლდნენ "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკატორები. ძალიან შემრცხვა, ხალხი ისმენდა და ხედავდა ყველაფერს, ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისი განმარტებით, ზვიად კუპრავა მასზე ნაწყენი იყო, ვინაიდან მის ქმედებებს, აკრიტიკებდა და აღნიშნულთან დაკავშირებით, "ფეისბუქზე" გამოხატავდა მოსაზრებებს. საუბარია, ზაზა სარალიძესთან ერთად გამართული აქციების პერიოდზე.

ცნობისთვის, ზვიად კუპრავას ირაკლი ზაქარეიშვილის საჩივრის საფუძველზე ბრალი 2019 წლის 19 თებერვალს წაუყენეს. ზაქარეიშვილი კუპრავას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. საქმე ეხება, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში რამდენიმე თვის წინ მოხდარ ფაქტს.

ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ მას ზვიად კუპრავა თავს დაესხა. მისივე განმარტებით, სასამართლოს ეზოში მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისთვის გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს