სერგი კაპანაძე - დღევანდელ შეხვედრაზე ხელისუფლებამ ყველაფერზე ისაუბრა, გარდა საარჩევნო სისტემის შეცვლისა

20-მა პოლიტიკურმა ძალამ შევიტანეთ 250 ათასი ხელმოწერა იმ მიზნით, რომ კანონის შეცვლა მოხდეს და შემდეგი არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს. ახლა არის ბურთი ხელისუფლების მოედანზე და ჩვენი მოლოდინი არის, რომ ისინი მიიღებენ საბოლოოდ გადაწყვეტილებას - ამ საკითხზე შედგება თუ არა დიალოგი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

სერგი კაპანაძის თქმით, დღეს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ პირველ სამუშაო შეხვედრაზე, სადაც სამუშაო ჯგუფი მთავარ საკითხზე- საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე საუბრით უნდა ყოფილიყო დაკავებული, ხელისუფლებამ ყველაფერზე ისაუბრა, გარდა საარჩევნო სისტემის შეცვლისა.

„რა თქმა უნდა, ეუთო-ს რეკომენდაციები მნიშვნელოვანი საკითხებია თავისი არსით, თუმცა არის უდავოდ მეორეხარისხოვანი იმასთან შედარებით, რაზეც უნდა იყოს მთავარი შინაარსობრივი დისკუსია. ანუ, საარჩევნო სისტემის შეცვლა - დღევანდელი შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ჩვენ ველოდებით ხელისუფლებისგან, რომ ისინი გაგვცემენ პასუხს, როდის შეიძლება დაიწყოს და შედგეს დიალოგი საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან რთული იქნება ვისაუბროთ მასთან ისეთ თემებზე, რომელიც მეორე და მესამე ხარისხოვანია. ეს პოზიცია დააფიქსირეს სხვა პოლიტიკურმა ძალებმაც, რომლებიც იმყოფებოდნენ იმ შეხვედრაზე.

დღეს ჩვენ, 20-მა პოლიტიკურმა ძალამ შევიტანეთ 250 ათასი ხელმოწერა იმ მიზნით, რომ მოხდეს შეცვლა კანონის და შემდეგი არჩევნები პროპორციული წესით შედგეს. პროცესი არის დაწყებული და ახლა არის ბურთი ხელისუფლების მოედანზე და ჩვენი მოლოდინი არის, რომ ისინი მიიღებენ საბოლოოდ გადაწყვეტილებას ამ საკითხზე შედგება თუ არა დიალოგი“,-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის დღეს პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შესაძლებელია ისეთი საარჩევნო რეგულაციების ჩამოყალიბება, რაზეც პოლიტიკური სპექტრი შეჯერდება. საკითხებს შორის, რაზეც მმართველი გუნდი ოპოზიციასთან შეჯერება ელის, ირაკლი კობახიძე ასახელებს: - პარტიების დაფინანსებას და დაფინანსების გამჭვირვალობას, უფასო საეთერო დროის განაწილებას, ე.წ. სიჩუმის დღისა და საარჩევნო უბნების გარშემო რადიუსის დაცვის საკითხს. პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, 24 ივნისამდე კონკრეტულ წინადადებებს ელოდება, რის შემდეგაც კანონპროექტი მომზადდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს