ნათია თურნავამ აშშ-ის EXIM Bank-ში შეხვედრა გამართა

აშშ-ში ვიზიტით მყოფი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აშშ-ის EXIM Bank-ის დირექტორთა საბჭოს წევრს ჯუდით პრაიორს შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის პოტენციალი განიხილეს , ხაზი გაესვა საქართველოს ბაზარზე ამერიკული კომპანიების მოზიდვისა და ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ სწრაფმზარდ სეგმენტებზე, როგორიცაა უძრავი ქონება, სასტუმრო, ბიზნესპროცესების აუთსორსინგი, წარმოება და სხვ. აღინიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება აშშ-სთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან, ეკონომიკური კავშირების, მათ შორის, ორმხრივი ვაჭრობის განვითარებას.

ასევე ყურადღება გამახვილდა აშშ-ის „ექსიმ ბანკის“ მონაწილეობაზე საქართველოს ენერგეტიკის სექტორში, მათ შორის, განახლებადი ენერგიის წყაროების უკეთ ათვისების მიმართულებით. აღინიშნა, რომ საქართველო პრიორიტეტად მიიჩნევს ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების გამოყენებას და მხარს უჭერს ამ სფეროში საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას. ასევე ხაზი გაესვა, რომ ქართული მხარე მიესალმება მსგავს პროექტებში ისეთი მნიშვნელოვანი საფინანსო ორგანიზაციის მონაწილეობას, როგორიცაა აშშ-ის EXIM Bank .

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს, საქართველოს, როგორც რეგიონული მნიშვნელობის ჰაბის განვითარება იყო. აღინიშნა, რომ საქართველოს, თავისი ხელსაყრელი გეოსტრატეგიული მდებარეობით, შეუძლია უფრო აქტიური ფუნქციის შესრულება და მეტი სარგებლის მიღება, თუ მოემსახურება გაზრდილ ტვირთნაკადს ევროპას, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს შორის. ქართულმა მხარემ აშშ-ის EXIM Bank - ის წარმომადგენლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შესახებ, რომელიც აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და სხვა სახელმწიფოებთან, ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიმართულია ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და საექსპორტო პოტენციალის განვითარების მიმართულებით.

უწყების ცნობით, ამერიკულმა მხარემ საქართველოს დელეგაციას მხარდაჭერა აღუთქვა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს