ლევან ვასაძის განცხადებებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში დიღმის სამმართველოში 8 პირის გამოკითხვა მიმდინარეობს

ეს ადამიანები გაერთიანდნენ ამ ჯგუფში მოხალისეებად, ჩვენ არც შეიარაღებული და არც ბანდიტური ორგანიზაცია არ შეგვიქმნია, - ამის შესახებ დიღმის პოლიციის სამართველოსთან ე.წ. სახალხო ლეგიონის წევრების ადვოკატმა დავით ცინცქილაძემ განაცხადა. დიღმის სამართველოსთან ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფებთან, ჯაბა მუსელიანთან და მერაბ როდონაიასთან ერთად გამოცხადდა, რომლებიც გამოკითხვაზე არიან დაბარებულები.

ადვოკატის თქმით, მისთვის უცნობია, თუ რა მუხლით მოხდა ამ პირების გამოკითხვაზე დაბარება. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფების უწყებაში დაბარებას ლევან ვასაძის მიერ ე.წ სახალხო პატრულირებისთვის მოხალისებაად ჩაწერას უკავშირებს. ადვოკატის ინფორმაციით, სულ 30 პირის გამოკითხვა იგეგმება.

"სულ რამდენიმე საათის წინ დაგვიკავშირდნენ გვთხოვეს, რომ მოვსულიყავით სამმართველოში გამოკითხვის მიზნით. ჩემს კითხვაზე, თუ რომელ სისხლის სამართლის საქმეზე ვართ დაბარებული, გამომძიებელმა გვიპასუხა, რომ როცა მოვიდოდით, მაშინ გაგვცემდა კითხვებზე პასუხს, რაც მიმაჩნია რომ კანონის უხეში დარღვევაა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დღესვე მოვსულიყავით აქ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები არიან სუდანაშაულოები საერთოდ გაკვირვებულები არიან, თუ რატომ იბარებენ მათ. ჩემი ინტუიციით, ეს დაბარება დაკავშირებულია დღეს შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან, თითქოს ლევან ვასაძემ შექმნა რაღაც ჯგუფი. ეს ადამიანები არიან საერთო სახალხო მოძრაობის წევრები, ისინი არიან თვითორგანიზებული ჯგუფების მონაწილეები, გულანთებული ქართველები, რომლებიც არიან იმ აზრზე და მეც მიმაჩნია, რომ ეს ჭეშმარიტი აზრია,რომ საქართველოში არ უნდა ჩატარდეს ლიბერალისტების, სატანისტების, მამათმავლების უკუღმართების აღლუმები. ეს ადამიანები გაერთიანდნენ ამ ჯგუფში მოხალისეებად ამ ყველაფრის წინააღმდეგ. ჩვენ არც შეიარაღებული და არც ბანდიტური ორგანიზაცია არ შეგვიქმნია"-განაცხადა ადვოკატმა.

ამ წუთებში დიღმის სამართველოში გამოკითხვაზე სულ 8 პირი იმყოფება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი