მეუფე შიო პატრიარქს - დამსახურებულად მოიპოვეთ ხალხის სიყვარული და ნდობა, თქვენ გისმენენ და ანგარიშს გიწევენ მთელ მსოფლიოში

დღესაც მრავალი გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი საზოგადოება, რადგან ყველა დრო თავისებურად ცდილობს ყალბი მიზნებითა და იდეალებით ჭეშმარიტი ღმერთის ჩანაცვლებას, - ასე მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს.

მეუფე შიომ პატრიარქს წმინდა სინოდის მღვდელმთავრების, სამღვდელოების, სამონაზვნო დასისა და მრევლის სახელით ანგელოზის დღე მიულოცა და ილია მეორის ღვაწლზე ისუბრა.

„60 წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც თქვენ მონაზვნად აღიკვეცეთ და სახელად ილია გეწოდათ, რაც ღმერთის ძალას ნიშნავს. მას შემდეგ ილია წინასწარმეტყველი თქვენი განსაკუთრებული მეოხეა, ყოვლდწმინდა სამების წინაშე და მისი ლოცვით მთელი ამ წლების განმავლობაში გეძლევათ მადლი, რათა ყოვლითა განცხადებულებითა იქადაგოთ სიტყვა ღვთისა და ძალითა დიდითა და დააამოწმით აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

თქვენი კათოლიკოს-პატრიარქად მსახურების ჟამი საქართველოს ისტორიის ურთულეს პერიოდს დაემთხვა. საბჭოთა ათეისტური იმპერიის ტყვეობიდან გამოსულ ქვეყანას თავს დიდი განსაცდელები დაატყდა, ძმათა მკვლელი ომები, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია, ასი ათასობით ადამიანის საკუთარი მიწა-წყლიდან განდევნა, დიდი მატერიალური სიდუხჭირე და სხვა მრავალი. სწორედ ამ წლებში მოჰმადლა უფალმა ეკლესიას თქვენი მამამთავრობა, როგორც კეთილი მწყემსი და ბრძენი საჭეთმპყრობელი. თქვენ, ამ მძიმე წლებში ღვთისა და სამშობლოსადმი სიყვარულით განმსჭვალული, ქართველ ხალხს ჭეშმარიტ სარწმუნოებას უქადგებდით და ჩვენი ერის ისტორიაში მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი როლის შესახებ გვახსენებდით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ასევე თქვენი მიღვაწეობა და დიდი ამაგი ქართული ეროვნული ცნობიერების აღორძინების საქმეში, ჩვენს ერში დამოუკიდებლობის სულის გაღვივებისთვის, მრავალი საეკლესიო მოღვაწის, მათ შორის სამშობლოსათვის თავდადებულთა წმინდანად შერაცხვა ამის ნათელი მაგალითია. ეს ყველაფერი ქართული სახელმწიფოებრიობისა და მისი საზოგადოებისადმი საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი მზრუნველობის ახალი გამოვლინებაა ჩვენს ეპოქაში.

ლოცვა ადამიანისთვის ყველაზე რთული ღვაწლია და თქვენ, თქვენო უწმინდესობავ, მუდამ გვაძლევთ დაუღალავი ლოცვით მაგალითს. ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა თქვენ მიერ დადგენილი შვიდგზის ლოცვები, რომლებიც ჩვენმა მრევლმა ასე შეიყვარა. ვისაც ჰქონია თქვენთან ურთიერთობა, თქვენ მათ ღმერთის შეცნობის შესაძლებლობას აძლევთ და უფლის სიყვარულისა და ცოცხალი სარწმუნეობის მაგალითს აჩვენებთ",-აღნიშნა მეუფე შიომ.

მეუფე შიომ აღნიშნა, რომ პატრიაქის დიდი შრომის შედეგად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყველა იმ სატკივარის სადარაჯოზეა, რომელიც ქვეყანას აწუხებს და ქართველ ერს ყოველთვის აქვს მისი იმედი.

"თქვენ, როგორც ერის მზრუნველი მამა, თამამად იმაღლებთ ხმას ტრადიციული ღირებულებების დასაცავად და თქვენ სამწყოსს თანამედროვე ცხოვრების გამოწვევების წინაშე აქვს ყოველთვის თქვენი გამცდილებისა და სიბრძნის იმედი. თქვენი მზრუნველობის საგანი მუდამ არის დაპირისპირებულ მხარეთა შერიგება, მშვიდობისმყოფელობა და ერთსულოვნების შენარჩუნება, ვინაიდან, თავად ბრძანდებით მშვიდობისა და სიმშვიდის მაგალითი.

ყოველივე ამის გამო თქვენ დამსახურებულად მოიპოვეთ ხალხის სიყვარული და ნდობა. თქვენ ასევე გისმენენ და ანგარიშს გიწევენ მთელ მსოფლიოში, რადგან თქვენი საეკლესიო და საზოგადოებრივი მსახურება შორს გასცდა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს. რთულია, თქვენს მიერ ეკლესიისა და ერის წინაშე გაწეული ღვაწლის ჯეროვნად შეფასება“, - განაცხადა მეუფე შიომ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია