გიგა მაქარაშვილი - გახარიას პრემიერობა იქნება ახალი, ძალიან მძიმე ტალღის გამომწვევი, რომელსაც აუცილებლად მტკივნეულად იგრძნობს „ქართული ოცნება“

გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნა აუცილებლად იქნება კიდევ ერთი ახალი ძალიან მძიმე ტალღის გამომწვევი, რომელსაც აუცილებლად ძალიან მტკივნეულად იგრძნობს „ქართული ოცნება“, რადგან არასდროს არცერთ ხელისუფლებას არ შერჩენია საკუთარი მოსახლეობის ასეთი დაცინვა და აბუჩად აგდება“, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით პარლამენტთან უკვე მესამე თვეა მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა განუცხადა, რითაც გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ინიშნება.

მაქარაშვილის განმარტებით, გიორგი გახარიას მთავრობის მეთაურად გადაყვანა იქნება დასტური იმისა, რომ მმართველ გუნდს არ აინტერესებს საკუთარი ამომრჩევლისა და მოსახლეობის აზრი და არ აინტერესებს ის, თუ რა ხდება ქალაქის ცენტრში, სადაც 74-ე დღეა აქციები იმართება.

„იმ შემთხვევაში თუ გახარია გახდა პრემიერ-მინისტრი და როგორც ჩანს, აქამდე მიდის საქმე, ეს იქნება იმის დადასტურება, რომ მმართველ გუნდს საერთოდ არ აინტერესებს თავისი ამომრჩევლის და მოსახლეობის აზრი. არ აინტერესებს, რა ხდება ქალაქის ცენტრში, სადაც 74-ე დღეა უკვე აქციები ერთი კონკრეტული მოთხოვნით იმართება, რომ მოძალადე შს მინისტრი, რომელმაც დაუშვებელი შეცდომები დაუშვა, გადადგეს. ეს არის პირდაპირი ნიშანი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი მიდის სრულ ვა-ბანკზე და ეს არის ვა-ბანკი, რომელიც დასრულდება მისი თამაშის წესების სრული გატანით ან ის სრულ ფიასკოს განიცდის. ივანიშვილი ხვდება, რომ ძალიან ცოტა დრო აქვს დარჩენილი საპარალამენტო არჩევნებამდე, მითუმეტეს როდესაც პროპორციული წესით არჩევნებზეა საუბარი, მას შანსები ისედაც ძალიან შემცირებულია და თუ სრული კონტროლი არ დაამყარა მედიაზე, თუ არ დააშინა ხალხი და მოაშივა მოსახლეობა, ფაქტობრივად, ნულია მისი შანსი, რომ დარჩეს ხელისუფლებაში“, - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

აქციის ორგანიზატორის ინფორმაციით, მათი პროტესტი ისევ რადიკალური მოქმედებების გარეშე, მშვიდობიანი ფორმით გაგრძელდება, თუმცა ხელისუფლების მხრიდან აღნიშნული მოქმედებები ადამიანების მეტად გაბრაზებას და ივანიშვილის ხელისფულების შესუსტებას გამოიწვევს.

„რაც შეეხება ჩვენს რეაქციას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გახარიას დანიშვნა აუცილებლად იქნება კიდევ ერთი ახალი ძალიან მძიმე ტალღის გამომწვევი, რომელსაც აუცილებლად ძალიან მტკივნეულად იგრძნობს „ქართული ოცნება“ იმიტომ, რომ არასოდეს არცერთ ხელისუფლებაში, არცერთ დროში არ შერჩენია საკუთარი მოსახლეობის ასეთი დაცინვა და აბუჩად აგდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გამოიწვევს აქციის მონაწილეების რაოდენობის საგრძნობ ზრდას და ისედაც სექტემბერი მოვიდა და თბილისი, რომელიც რეალურად ეპიცენტრია ამ პროტესტის, ივსება თბილისელებით. ჩვენ არ ვართ დესტრუქციული ძალა და არ ვაპირებთ რადიკალურ მოქმედებებს, თუმცა ვადასტურებ იმას, რომ ეს ყველაფერი გამოიწვევს ადამიანების მეტად გაბრაზებას, რაც შეასუსტებს ბიძინა ივანიშვილის მმართველობას. ხვალ იქნება პარლამენტის პირველი სხდომა და ვაპირებთ „სირცხვილის კორიდორი“ მოვაწყოთ, საღამოს კი აქცია ჩვეულ რეჟიმში განახლდება“, - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა