მაია ცქიტიშვილი - ნამდვილად არ მაქვს სურვილი, მამუკა ხაზარაძეს ჭორაობაში გავყვე

ეს არის ჭორაობა, რომელიც ჩვენ არაერთი მოგვისმენია ბატონი მამუკა ხაზარაძისგან, - ასე შეაფასა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც მან ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრა გაიხსენა, რომელიც ვანო ჩხარტიშვილთან დავას ეხებოდა.

„ნამდვილად არ მაქვს არანაირი სურვილი, მამუკა ხაზარაძეს ამ ჭორაობაში გავყვე",-განაცხადა ცქიტიშვილმა.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრა გაიხსენა, რომელიც ვანო ჩხარტიშვილთან დავას ეხებოდა. ხაზარაძის ინფორმაციით, ჩხარტიშვილი მათგან 30 მილიონს ითხოვდა.

მისი თქმით, შეხვედრას, მაშინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეც ესწრებოდა. ხაზარაძემ აღნიშნა, რომ სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ დაინახა თუ როგორ წყდებოდა ქვეყანაში საკითხები.

„შეხვედრა შედგა ბიძინა ივანიშვილის სახლში და როცა მივედით გაოგნებულები დავრჩით, რადგან შეხვედრას ესწრებოდა მოქმედი პროკურორი შოთაძე. ერთი მხრივ ძალიან მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი, რადგან პრაქტიკულად მივიღეთ არაფორმალური შერიგების და რამე გარჩევის კი არა - მეგობრებო დასხედით, რა გაქვთ გასაყოფი, მოდი გავარჩიოთ, ვიმსჯელოთ და ა.შ. არამედ მივიღეთ ჰიბრიდი. ასეთ შეხვედრაზე არასდროს არ ვყოფილვარ“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მთავარ პროკურორს იმ შეხვედრაზე არ უსაუბრია და მხოლოდ ერთხელ ამოიღო ხმა.

„კიდევ კარგი, რომ დაგვხვდა იქ შოთაძე. ამაზე მერე ვიფიქრე. რადგან ეს კაცი იურისტია, აკვირდებოდა ამ საუბარს და ბოლოს ძალიან ჩუმად ჩაილაპარაკა, რომ ვერაფერს ვერ ხედავდა ის აქ საერთოდ საკამათოს და საერთოდ თემას ვერ ხედავდა. იქიდან ძალიან დამძიმებული გამოვედი, რადგან დავინახე ქვეყანაში როგორ წყდება საკითხები. მოქმედი პროკურორი შენთან ერთად არჩევს ვინ არის მართალი და მტყუანი?! ეს აჩვენებს, რომ ქვეყანაში მოშლილია ინსტიტუციონალური მოწყობა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში