სოფელ გუგუტიანთკარის მკვიდრმა გივი რაზმაძემ მამუკა ხაზარაძის მიერ ნაჩუქარი კოტეჯის  დასადგმელად ადგილი ჯერ ვერ მოძებნა

გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში, საოკუპაციო ხაზის მიღმა მოქცეული საცხოვრებელი სახლის პატრონმა გივი რაზმაძემ მამუკა ხაზარაძის მიერ ნაჩუქარი კოტეჯის დასადგმელად ადგილი ჯერ ვერ მოძებნა. ამჟამად რაზმაძეები რამდენიმე წლის წინ, გორში შეძენილ სახლში ცხოვრობენ, თუმცა ამბობენ, რომ აღნიშნული სახლის მიმდებარედ ისეთ ფართს არ ფლობენ, სადაც კოტეჯის განთავსება იქნებოდა შესაძლებელი. სოფელში კი გამყოფი ხაზის მიღმა მოქცეული ფართობის გარდა, სხვა მიწის ნაკვეთი აღარ გააჩნიათ.

„რამდენჯერმე დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩვენი სახლი მზად არის და შეგვიძლია წამოღება, თუმცა ჯერ-ჯერობით ვერ გამოვძებნეთ ადგილი, სადაც ნაჩუქარ კოტეჯს დავდგამთ. გორში შესაბამისი ფართობი არ გაგვაჩნია. მიწის ნაკვეთი აღარც სოფელში გვაქვს. გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან მივიღეთ დაპირება, რომ გარკვეულ ფართს გამოგვიძებნიან, მერიაში მისვლას ორშაბათს ვგეგმავ და დეტალები დაზუსტებით მეცოდინება“,-განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გივი რაზმაძემ.

ოჯახის კიდევ ერთი წევრის, გივი რაზმაძის ვაჟის, ლევან რაზმაძის განცხადებით, გუგუტიანთკარზე მეტად სასურველია, რომ ფართი გორში მოძებნონ და შესაბამისად, ხაზარაძის ნაჩუქარი კოტეჯიც გორში დადგან.

„ჩვენ თავადაც ვეძებთ ადგილს, რომლის შესყიდვაც მოხდება და კოტეჯი დაიდგმება, თუმცა ჯერ-ჯერობით ასეთი ადგილი ვერ ვნახეთ. ალბათ, გამოიძებნება რამე ფართი. დაპირება ადგილობრივი ხელისუფლებისგანაც მივიღეთ“,-განაცხადა ლევან რაზმაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!