გიორგი გახარია საზოგადოებას 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების 7 წლისთავს ულოცავს და აცხადებს, რომ „ასეთი გამარჯვებები კიდევ ბევრი იქნება“

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის 7 წლისთავს ეხმაურება და საზოგადოებას 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის გუნდის გამარჯვებას კიდევ ერთხელ ულოცავს.

როგორც გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 2012 წლის 1-ელი ოქტომბერი დემოკრატიზაციისკენ გადადგმული მშვიდობიანი ნაბიჯი იყო.

"გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს 1-ელი ოქტომბერია. 2012 წელს ქართველმა ხალხმა, პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მშვიდობიანად გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიზაციისკენ, რომლის შედეგებსაც ჩვენ დღეს ვიმკით, რომლის შედეგების და მიღწევების გამოხატვაა ის, რომ ასე ღიად ვსაუბრობთ ექსპერტებთან, ჟურნალისტებთან და ვთვლით, რომ ეს ჩვენი ვალდებულებაა.

მინდა მივულოცო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც მაშინ გულწრფელად იღებდა მონაწილეობას სამოქალაქო აქტივობებში. ასევე ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. ასეთი გამარჯვებები ჩვენ ყველას კიდევ ბევრი გვექნება," -განაცხადა პრემიერმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა შეიცვალა 7 წლის მანძილზე რიგითი მოქალაქეებისთვის, გიორგი გახარიამ მაგალითად გაზრდილი პენსია დაასახელა.

"მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმარისი არ არის და კიდევ მეტი უნდა იყოს, მაგალითად, მთის რეგიონში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული პენსიონერების პენსია იქნება 300 ლარი. კიდევ უფრო ბევრი რამ შეიცვლება, თუმცა არავინ უარყოფს, რომ გამოწვევები ბევრია", - დასძინა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო