სალომე ზურაბიშვილი - ნატო-ში შესვლა გამოცდა არ არის, სადაც თუ საჭირო ნიშნებს დააგროვებ, ავტომატურად მიგიღებენ, ნატო-ს წევრობისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ

ნატო-ში შესვლა გამოცდა არ არის, სადაც თუ დააგროვებ საჭირო ნიშნებს, მიგიღებენ ავტომატურად. აქ ავტომატიზმი არ არსებობს. ნატო-ს წევრობისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც საჭიროა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტანმაიერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეის მდგომარეობით, ნატო-ში და ევროკავშირში "არსებობს გარემოებები, რის გამოც შეიძლება ფრთხილობენ ახალი გადაწყვეტილებების მიღებას".

"რაც შეეხება ნატო-ს, ნატო-ში შესვლა არ არის ნიშნების დაგროვება. ეს გამოცდა არ არის, სადაც თუ დააგროვებ საჭირო ნიშნებს, მიგიღებენ ავტომატურად. აქ ავტომატიზმი არ არსებობს. ჩვენ ვიცით, რომ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა. სხვათა შორის აღიარებულია, რომ ეფექტურად ვასრულებთ იმ დავალებებს, რაც არის დავალებული, მაგრამ ჯერ არ არის მიღებული ის ერთობლივი კონსენსუსი, რომელიც არის ყველა ქვეყნის სუვერენული უფლება, რომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება. არის გარკვეული სიტუაცია ნატო-ში, ევროკავშირში, არის გარემოებები, რომელიც განაპირობებს იმას, რომ შეიძლება ფრთხილობენ დღეს ახალი გადაწყვეტილებების მიღებას. ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ ეხება რუსეთს. რუსეთი ყოველთვის იყო კატეგორიულად წინააღმდეგი ბალტიის ქვეყნების მიღების მიმართ, მაგრამ გადაწყვეტილება მაინც მიღებულ იქნა. ჩვენ თვითონ არ უნდა შევიქმნათ შეხედულებები, რის გამოც გვეგონება, რომ რაღაც არის ნეგატიურად ან პოზიტიურად გადაწყვეტილი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?