მოსამართლე მირანდა ერემაძე - არ ვეთანხმები სახალხო დამცველის ანგარიშს, ჩემს განათლებას არანაირი პრობლემა არ აქვს

არ ვეთანხმები სახალხო დამცველის ანგარიშს, ჩემს განათლებას არანაირი პრობლემა არ აქვს, - ასე ეხმაურება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი მირანდა ერემაძე "ინტერპრესნიუსთან" სახალხო დამცველის ანაგრიშის იმ ნაწილს, რომელშიც მოსამართლეობის კანდიდატების იურიდიული განათლების ხარისხთან დაკავშირებით ხარვეზებზეა საუბარი.

მისი თქმით, იმ სასწავლებლის ლიცენზია, რომელშიც სწავლობდა, განათლების სამინისტროს მიერ იყო გაცემული.

„სახალხო დამცველის შეფასებას არ ვეთანხმები. იმ დროს არსებული საკანონმდებლო რეგულაციის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ აღიარებული, ლიცენზირებული უმაღლესი სასწავლებელი დავამთავრე. რაც შეეხება სასამართლო წესით აღიარებას, აღნიშნული პრობლემა დღის წესრიგში დადგა არამხოლოდ ჩემთან მიმართებით, არამედ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობასთან მიმართებით, რაც გამოიწვია 2005 წელს ქვეყნის გადასვლამ სწავლების ახალ სისტემაზე. მე ვურჩევდი დაინტერესებულ პირებს, ამ კუთხით გაეცნონ სასამართლოს პრაქტიკას, საქმეთა რაოდენობას. კერძოდ, რა რაოდენობის საქმეებია სასამართლოში ამ კატეგორიის საქმესთან მიმართებით და ასევე, როგორია საქმეთა სტატისტიკური მაჩვენებელი ამ კუთხით. ამის შესაბამისად გეტყვით, რომ აღნიშნული კატეგორიის საქმეები, რაც შემოდის, მოქალაქეებს რა პრობლემებიც აქვთ დიპლომების აღიარებასთან დაკავშირებით, 99 % კმაყოფილდება მოაქალაქეების სასარგებლოდ. ეს იქნება ჩემი პასუხი ამ საქმესთან მიმართებით“, - განაცხადა მირანდა ერემაძემ.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველმა სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საუბარია პარლამენტისადმი წარდგენილი კანიდატების უმაღლესი განათლების ხარისხზე, მათ შორის მირანდა ერემაძის, ზაზა თავაძისა და შალვა თადუმაძის იურიდიული განათლების ხარისხზე.

„სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, 1991-1995 წლებში ჯამბაკურ ბაქრაძის სახელობის თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტში 4- წლიანი სწავლების შედეგად, მირანდა ერემაძეს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ერთდროულად ორივე პროფესიაში, როგორც იურისტსა და როგორც ეკონომისტს, რაც წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონთან და საგანმანათლებლო სისტემის ძირითად პრინციპებთან“, - ნათქვამია ანგარიშში.

იხილეთ ვიდეო:

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება