მამუკა ხაზარაძე - ამ სისტემას ჩვენ გავწმენდთ და ქვეყანას დავტოვებთ ღირსეული, წესიერი ადამიანების ხელში - ამას გპირდებით ჩემი გუნდის სახელით

ამ სისტემას ჩვენ გავწმენდთ და დავტოვებთ ქვეყანას ღირსეული, წესიერი ადამიანების ხელში. ამას მე გპირდებით ჩემი გუნდის სახელით, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ წინასასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა.

„არანაირი კანონდარღვევა არ ყოფილა არასდროს. ჩვენ ვართ აბსოლუტურად სუფთა არამარტო ამ საქმეში, არამედ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ჩვენ ბიზნესს ვაკეთებთ მე და ბადრი და მთელი ჩვენი გუნდი. შესაბამისად, ამ თემაზე კომენტარს აღარ გავაკეთებ. ფაქტია, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიულ მმართველობასთან, მის კერძო ადვოკატთან, რომელიც დღეს დანიშნულია გენერალურ პროკურორად, უდიპლომო ადვოკატთან, უცოდინარ ადვოკატთან“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, დღეს საქმის პროკურორები საქმიდან მტკიცებულებების ამოღებას მოითხოვდნენ, რომელიც მათმა ადვოკატმა მოიპოვა.

„ეს ხალხი არ არის ღირსი, რომ საქართველოს ემსახუროს, არ არის ღირსი ჩვენი ქვეყანა, რომ ასეთი სამართალი ჰქონდეს. როგორც პირველივე სხდომაზე ვთქვი, ჩვენ ამ სიტუაციას შევცვლით. დავტოვებთ ღირსეულ ადამიანებს, იმიტომ, რომ საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს ღირსეული იურისტები, ღირსეული მოსამართლეები. ერთი დამპალი ვაშლის ამბავი რომ არის, რომელიც მთელ კალათას ალპობს და აფუჭებს... ამ სისტემას ჩვენ გავწმენდთ და დავტოვებთ ამ ქვეყანას ღირსეული, წესიერი ადამიანების ხელში. ამას მე გპირდებით ჩემი გუნდის სახელით და ეს მოხდება“. - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს