ქართველი სასულიერო პირებისთვის ამ დროისთვის მხოლოდ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე აღდგომის ტაძრამდე მისვლაა შესაძლებელი

ქართველი სასულიერო პირებისთვის ამ დროისთვის მხოლოდ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე აღდგომის ტაძართან მისვლააშესაძლებელი.

რაც შეეხება დანარჩენ ტაძრებს - ჩიჩხიტურს და უდაბნოს მონასტრებს, ამ დროისთვის იქ მისვლა, როგორც სასულიერო პირების, ისე მომლოცველებისთვის კვლავ აკრძალულია.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დღეს ნებადართულ ტერიტორიაზე ასვლის სურვილი მხოლოდ ერთმა სასულიერო პირმა, მამა პავლემ გამოთქვა. ის აღდგომის ტაძრის ტერიტორიაზე უკვე ორი საათია იმყოფება.

ამასთან, სასულიერო პირები ხაზს უსვამენ, რომ ეს პრობლემის მოგვარებას არ ნიშნავს და მთავარი ტერიტორიაზე მხოლოდ მათი შესვლა კი არ არის, არამედ მნიშვნელოვანია ეს შესაძლებლობა მომლოცველებსაც მიეცეთ.

შეგახსენებთ, გუშინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ დღეიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნებოდა.

იხილეთ ვიდეო: ქართველი სასულიერო პირებისთვის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე ტაძრებამდე მისვლა უკვე შესაძლებელია

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ