ნიკა მელია - თუ ბიძინა ივანიშვილს ვერ დავამარცხებთ არჩევნებით, ვერ დავამარცხებთ ვერც აქციებით!

ხმები ბიძინა ივანიშვილის არჩევნების გზით დაუმარცხებლობის შესახებ, რბილად რომ ვთქვათ - გადაჭარბებულია და ისევ მის, როგორც უძლეველი კერპის წარმოჩენას ემსახურება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, საზოგადოებაში მკვიდრდება აზრი, რომ ივანიშვილი არჩევნებით არ წავა, არჩევნებს ვერ მოვუგებთ და ამდენად აზრს კარგავს არჩევნები და მხოლოდ პროცესების რევოლუციური გზით განვითარებას აქვს პერსპექტივა.

„ჩემი აზრით კი, თუ ბიძინას ვერ დავამარცხებთ არჩევნებით, ვერ დავამარცხებთ ვერც აქციებით!არჩევნების მოგება მართლაც შეუძლებელია იმ პირობებში, როდესაც ამომრჩევლის ნახევარი არჩევნებზე საერთოდ არ მოდის, არჩევნებზე მოსულთა ხმები კი თანაბრად იყოფა. ანუ, რომ გავიმარჯვოთ, უნდა ვფლობდეთ აშკარა უპირატესობას.თუ გვექნება ამგვარი უპირატესობა (და აუცილებლად გვექნება), ივანიშვილს გაყალბების მადაც დაეკარგება და ვერც იმ ადმინისტრაციული რესურსის, გაყალბების, დაშინების, მოსყიდვის გამოყენება უშველის, რაც ასე შველოდა აქამდე, როცა რეალურად პრაქტიკულად თანაბარ ხმებს ვიღებდით არჩევნებზე მოსული ამომრჩევლისგან. ივანიშვილი კი შემდეგ გაყალბებით, მოსყიდვით, დაშინებით აკუმულირებული ხმებით გვისწრებდა და „გვამარცხებდა".

ამდენად, ჩვენი უპირველესი ამოცანაა, იმ ნიჰილიზმის დაძლევა, რომელიც სუფევს დღეს ქვეყანაში. საზოგადოების ნაწილი, რომელსაც გული აქვს აცრუებული არჩევნებზე, უნდა დავარწმუნოთ რომ ჩვენ შეგვიძლია არჩევნებში გამარჯვება! მაგრამ არ შეგვიძლია მათ გარეშე!ფაქტია, ყველა წინა არჩევნებზე არსებული ელექტორალური მხარდაჭერა არ აღმოჩნდა საკმარისი ივანიშვილის დასამარცხებლად, არც არჩევნების გზით და არც მის გარეშე.ელემენტარულია, თუ ადამიანი ხმას არ გაძლევს, არც აქციებზე გამოვა და გამოგყვება! თუ ქუჩაში არ გამოვიდა უმრავლესობა, ან უფრო სწორად რომ ვთქვათ, თუ ეს არ იქნება უმრავლესობისგან მხარდაჭერილი პროცესი, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით, საპროტესტო აქციებით ცვლას კი არა, სამოქალაქო არეულობას მივიღებთ.თუკი, ნიჰილიზმს დავძლევთ, ( და ზოგი განგებ არ გააღვივებს ნიჰილიზმს) მოვალთ არჩევნებზე და უმრავლესობა ერთად ვეტყვით ბიძინას "არას", ბიძინა აქციების გარეშეც მოთავდება და თუკი არ ეყოფა გონიერება, აღიაროს მარცხი, საზოგადოება უკვე აქციებით აიძულებს მარცხის აღიარებას“,- წერს ნიკა მელია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა