ქართული პრესის მიმოხილვა 17.10.2019

ქართული პრესის მიმოხილვა 17.10.2019

მამუკა არეშიძე - “ერდოღანმა თურქეთი კატასტროფის წინაშე დააყენა”

იგორ კვესელავა - “ოცნება” 45%-ის ფარგლებში აუცილებლად იტრიალებს

ბანკებმა 700 მილიონი დოლარი უკვე მიიღეს - როდის დაიწყება ლარის გამყარება?

* * *

“ერდოღანმა შეიძლება თურქეთი კატასტროფამდე მიიყვანოს. მაგალითად, გუშინ ქალაქ მანბიჯთან ბრძოლაში ერდოღანის წინააღმდეგ პასიურად, მაგრამ მაინც გამოდიოდნენ სირიის სამთავრობო ჯარები და რუსეთის ავიაცია, მართალია თურქეთის რეგულარული არმიის ნაწილი და თურქეთის მხარდამჭერი თურქმენული მოხალისეებისგან დაკომპლექტებული რაზმები იბრძოდნენ, მაგრამ ქურთებმა მათ უკან დაახევინეს, ისე რომ ჰაერში აქტივობის საშუალება თურქულ ავიაციას რუსულმა ავიაციამ არ მისცა. ეს ძალიან სერიოზული ნიშანი იყო, რომ პრაქტიკულად დღეს თურქეთის წინააღმდეგ გამოდიან რუსები, ირანელები, სირიის სამთავრობო ჯარი, ქურთები და აშშ, რაც თურქეთს ძალიან მძიმე შედეგებამდე მიიყვანს”, - აცხადებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “არეშიძე ფიქრობს, რომ სირიის ომი თურქეთის ეკონომიკას დაანგრევს – როგორ აისახება ეს საქართველოზე?”

“ეს ამბავი საქართველოს რომ შეეხება, ამის თაობაზე არაერთხელ მითქვამს, მით უმეტეს თუ ეს პროცესი ხანგრძლივად გაგრძელდა. თურქეთის ეკონომიკა და მისი ეროვნული ვალუტა ისედაც უკვე რყევებს განიცდის და ეს კიდევ თუ გაგრძელდა, ძალიან სერიოზული დარტყმა მიადგება მის ეკონომიკასაც და ჩვენსასაც, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანია სავარაუდო ლტოლვილების ნაკადი, ამას ემატება ისიც, რომ საზღვრისპირა ქურთულ დასახლებებში 12 ციხეა, სადაც ტერორისტები სხედან და ამ საბრძოლო ვითარებაში არაა გამორიცხული, რომ მასობრივად გამოვიდნენ, რაც ძალზედ სახიფათოა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“ერდოღანი უკან ვეღარ დაიხევს, პარადოქსული სიტუაციაა შექმნილი, მან ყველაფერი ჩადო ამ საომარ კამპანიაში, იმიტომ რომ თურქეთის ეკონომიკა საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია, ერდოღანს შიდა პოლიტიკური პროცესები არ აძლევენ განსაკუთრებულ იმედს, რომ მომავალში ის ოპოზიციასთან გამარჯვებას შეძლებს, აქედან გამომდინარე მას სჭირდებოდა ასეთი ტიპის პატარა ომი, სადაც გაიმარჯვებდა და რეიტინგიც მოემატებოდა. ერდოღანის უკან დახევა მის პოლიტიკურ კრახს ნიშნავს, ამიტომ შეეცდება, რომ ეს პროცესი მიიყვანოს იქამდე, სადამდეც შეძლებს, რათა სახე შეინარჩუნოს, თუმცაღა მან ყველას ისე მოაბეზრა თავი, რომ არაა გამორიცხული, რომ რეგიონის მსხვილმა პოლიტიკურმა მოთამაშეებმა შესაძლოა ის უბრალოდ გაწირონ”, - განაგრძობს ექსპერტი.

“ყველაზე ცუდი სცენარი თურქეთის მონაწილეობით ომის უსასრულოდ გაგრძელებაა. სირიაში ომი უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს და ახლაც თუ გაგრძელდა ეს და თან აქტიურ ფაზაში შევიდა, რთულ შედეგებამდე მიგვიყვანს. დაახლოებით ერთი წლის წინ, სირიის ტერიტორიაზე გავლენის სფეროები უკვე გადანაწილებული იყო, ნაწილს რუსები, ნაწილს აშშ და ნაწილს ქურთები აკონტროლებდნენ. იქ ასევე იყო ირანის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები. ახლა ისევ აირევა ყველაფერი, მაგრამ ამან უკვე სერიოზული ფორმა მიიღო, თუ აქამდე ყველა ისლამურ ტერორიზმს ებრძოდა, ახლა გალაშქრება უკვე კონკრეტულ სახელმწიფოს წინააღდეგაა. რუსები, ამერიკელები და სხვები თურქეთის წინააღმდეგ იარაღს არ გამოიყენებენ, მაგრამ კიდევ უფრო სამარცხვინო იქნება თურქეთის მარცხი სირიის არმიასთან, ან კიდევ უფრო უარესი, ქურთულ სამხედრო ფორმირებებთან. ომის გაგრძელება გამოიწვევს თურქეთის ეკონომიკის დანგრევას, რომელიც მთელი რეგიონისთვის ძალიან ცუდ შედეგებს მოიტანს”, - დასძენს არეშიძე და შეკითხვაზე - “გამოსავალს რაში ხედავთ?” - პასუხობს:

“გამოსავლის თქმა გამიჭირდება, რადგან ერდოღანმა თავისი ხასიათიდან გამომდინარე თურქეთი კატასტროფის წინაშე დააყენა, გამოსავალს თვითონ სიტუაცია გვკარნახობს, თუ თურქეთს უნდა, რომ სტაბილური სიტუაცია შეინარჩუნოს, უკიდურესი გამოსავალის შემთხვევაში ერდორანი უნდა წავიდეს, მაგრამ ყველაზე მისაღები გამოსავალი მხარეების უკან დახევაა, მათ შეუძლიათ კი უკან დახევა? მგონია, რომ არა”.

იგორ კვესელავა - , “ოცნება” 45%-ის ფარგლებში აუცილებლად იტრიალებს

“არ ვიცი, რა იქნება 2024 წლის არჩევნებზე, მაგრამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ოცნება” რომ გაიმარჯვებს, ამაში ეჭვი არ მეპარება. შეიძლება უმრავლესობით ვერ მოვიდეს, მაგრამ კოლიციის შექმნა არ გაუჭირდება და ისევ წამყვანი ძალა იქნება”, - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “თუ რაიმე უხეში შეცდომები არ დაუშვა, “ოცნება” 45%-ის ფარგლებში აუცილებლად იტრიალებს” - იგორ კვესელავა.

ბიძინა ივანიშვილს კიდევ ბევრი კოზირი აქვს შემონახული, თუ რაიმე უხეში შეცდომები არ დაუშვა ერთი წლის განმავლობაში “ოცნებამ”, 45%-ის ფარგლებში აუცილებლად იტრიალებს. რაც შეეხება კოალიციის საკითხს, “ოცნება” კოალიციას არ შექმნის აგრესიულ ძალებთან, მთავრობას შექმნის იმ პარტიებთან, რომელიც მისთვის მისაღები იქნება როგორც პოლიტიკურად ისე იდეოლოგიურად. რაც შეეხება სხვა პარტიებს “ნაციონალური მოძრაობა” რღვევის გზაზეა, და არა მგონია, რომ მან 8-10%-ზე მეტი ხმა აიღოს, “ევროპული საქართველო” უფრო ნაკლებს აღებს. “პატრიოტთა ალიანსის” შანსები კი შეიძლება უფრო გაიზარდოს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იგორ კვესელავა.

“ფაქტი ისაა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცესმა ძალიან დააბნია “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო”. აქაც ბიძინა ივანიშვილმა 10:0 მოუგო. ეს ორი პოლიტიკური ძალა დღეს ერთმანეთს მეორე ადგილს ეცილება და ერთმანეთის ამომრჩევლის გადაბირებას ცდილობენ. თან ერთმანეთს დაერივნენ. “ევროპული საქართველოს” ლიდერები პირდაპირ დაუპირისპირდნენ მიხეილ სააკაშვილს. მაგრამ, ერთად აღებული “ევროპული საქართველო” ერთ მიხეილ სააკაშვილადაც არ ღირს - იმ ადამიანად, ვინც ხელისუფლებაში მოიყვანა და ვისითაც არიან ასე გადიდკაცებულნი. მითხარით, ვინ არის “ევროპულ საქართველოში” მესიტყვე, ვისაც საზოგადორება გაჰყვება? თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ არჩევნების შედეგმა მათ ერთმანეთთან გაერთიანებისკენ უბიძგოს”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ოქტომბერის ბოლომდე მამუკა ხაზარაძე ახალ პარტიას ქმნის, მას რა შანსები აქვს ამ არჩევნებში?” - პასუხობს:

“მიუხედავად მის მიმართ ღრმა პატივისცემისა, არა მგონია, რომ დიდი შანსები ჰქონდეს. დაახლოებით 3-4 კაცის გაყვანას თუ შეძლებს პარლამენტში. ვისთან შექმნის კოალიციას მამუკა ხაზარაძე, არ ვიცი, “ოცნება” რომ მასთან კოალიციას არ შექმნის, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული”.

“დღეიდან, ყველა კომერციულ ბანკს ერთად 700 მლნ დაერიცხება საკუთარ საკორესპონდენტო ანგარიშებზე. საუბარია სარეზერვო მინიმუმის 5%-ით შემცირებულ თანხაზე, რომელიც სებ-მა თვის დასაწყისში შეამცირა და შედეგად ლარის კურსის დასტაბილურებას ელოდება. რა მოხდება 18 ოქტომბრიდან სავალუტო ბაზარზე და გამყარდება თუ არა ლარი ჯერჯერობით კონკრეტულად არავინ საუბრობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ბანკებმა 700 მილიონი დოლარი უკვე მიიღეს - როდის დაიწყება ლარის გამყარება? / ფინანსისტი: “ხელშესახები შედეგი არ იქნება არ იქნება თვენახევარზე მალე”.

“ეროვნული ბანკი კომერციული ბანკებისთვის უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნას 5%-ით (25%-მდე) 17 ოქტომბრიდან ამცირებს. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, ამ ღონისძიებებმა ხელი უნდა შეუწყოს გაცვლითი კურსის დინამიკის შეცვლას, ლარის დასტაბილურებას და დროთა განმავლობაში შეამციროს წნეხი ინფლაციაზე. როგორც ჩანს, მოვლენები საბანკო სისტემაში სწრაფად ვითარდება. 17 ოქტომბერს, დილიდანვე კომერიცულ ბანკებს, ჩაერიცხებათ საკუთარი თანხები ანგარიშზე. “,კომერციულ ბანკებს 17 ოქტომბერს დილიდანვე თავიან საკორესპონდენტო ანგარიშებზე დაუჯდებათ შესაბამისი თანხები, რომლის შემდგომ თავად ისინი მიიღებენ ამ თანხების განკარგვის გადაწყვეტილებას”, - განუცხადეს “რეზონანსს” ეროვნულ ბანკში. ცვლილებას დადებითად აფასებენ სპეციალისტები და კომერიცული ბანკების წარმომადგენლებიც. მთავარ კითხვა კი ასეთია - რა ვადაში შეიძლება იქონიოს დაწეულმა სარეზერვო მინიმუმმა გავლენა გაცვლით კურსზე?”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან თხელიძე სებ-ის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ინფლაციური წნეხის შემცირებას და ლარის კურსის დასტაბილურებას ელის. მისი ინფორმაციით, ფუნდამენტურ მაკროეკონომიკურ ინდიკატორებში არ შეინიშნება მნიშვნელოვანი ცვლილებები და ბოლო მონაცემებით ეკონომიკური ზრდის ტემპი 5%-ს ფარგლებშია. “ვფიქრობთ, ლარის გაცვლითი კურსი ზედმეტად არის გაუფასურებული. ამ ფონზე რეგულატორის მიერ დღეს და ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები შეასუსტებს ინფლაციურ წნეხს და ხელს შეუწყობს ლარის დასტაბილურებას”, - განაცხადა თხელიძემ. ბოლოდროინდელი ცვლილებები მოსწონთ ფინანსისტებსაც, თუმცა საბირჟო სფეროს სპეციალისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი ამბობს, რომ ეფექტი არ იქნება იმდენად პოზიტიური, რამდენადაც მოლოდნია. ამას ხელისუფლების მხრიდან, ეკონომიკის რეალური სექტორის შესაქმნელად გადადგმული არასაკმარისი ნაბიჯები განაპირობებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მინიმუმის შემცირება გამოიწვევს კომერციული ბანკებისათვის სახსრების გამოთავისუფლებას. ამ შემთხვევაში, ბანკებს აქვთ ორი არჩევანი - გაზარდონ საბანკო დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი და მოიზიდონ დამატებითი სარეზერვო სახსრები, ან შეინარჩუნონ მოგების მარჟა, რაც არის დეპოზიტებსა და სავალუტო კრედიტებს შორის. ვფიქრობ, ამ ყველაფერის რეზონანსი, არ იქნება თვენახევარზე მალე. რაც შეეხება უშუალოდ დაკრედიტებას, აქ არის ერთი მომენტი. ყველა ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯი გადაწყვეტილად პოზიტიური იქნებოდა, თუკი ეკონომიკის განვითარების ტენდენციაც მხარს აუბამდა (ვგულისხმობ, ეკონომიკის რეალურ სექტორს და ბიზნეს დაკრედიტებას). ამ მიმართულებით კი განსაკუთრებული არაფერია მოსალოდნელი, რამდენადაც ეკონომიკის განვითარების ტემპი დაბალია. აქედან გამომიდნარე, სად მიემართება თანხები ეს არის მთავარი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ხომიზურაშვილი.

“ჩვენ მაინც მივდივართ იქამდე, რომ ბიზნესის დაკრედიტების ტენდენცია, არ არის მზარდი და მოთხოვნა სესხებზე არ მატულობს. ამიტომ სებ-ის გადაწყვეტილებიდან რომ ველოდოთ რამე დიდ პოზიტიურ ეფექტს, ნამდვილად გადაჭარბებულია. ასეთი ნაბიჯები, მხოლოდ მაშინაა ეფექტური, როცა პარალელურად მიმდინარეობს ეკონომიკის განვითარება. ერთადერთი, რასაც ნამდვილად მივიღებთ, ესაა ბანკების ლიკვიდურობის ზრდა. რაც შეეხება სავალუტო კურსზე ზემოქმედებას, შეიძლება იყოს მცირე პოზიტიური გავლენა, იმდენად რამდენადაც ოდნავ მოიხსნება ლარის კურსზე წნეხი. განსაკუთრებულ გამყარებას, რა თქმა უნდა, არ უნდა ველოდოთ, მაგრამ ასეთი დაწოლაც აღარ იქნება. ესაა მოსალოდნელი შედეგი. უფრო მეტად ეფექტური იქნებოდა, თუკი მთავრობაც გადადგამდა ნაბიჯებს და საექსპორტო პოტენციალის განვითარებას ეცდებოდა, რადგან სწორედ ეს სეგმენტია, მთავარი მსესხებელი; მაგრამ იმ ფონზე, როცა სტრატეგიაც კი არ გვაქვს, არათუ ქმედითი რეფორმები, რასაკვირველია სებ-ის ასეთი რეფორმები, დადებით შედეგს მხოლოდ ნაწილობრივ მოიტანს”, - დასძენს ხომიზურაშვილი.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს