ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სიღნაღის მუნიციპალიტეტში ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1.8 მილიონი ლარია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, პროექტი მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ორდონიანი ავტოსადგომის მოწყობას ითვალისწინებს. აგრეთვე, გათვალისწინებულია: შიდა და გარე წყალსადენ-კანალიზაციის, სანიაღვრე სისტემის, გათბობა-ვენტილაციის, შიდა და გარე განათების, ვერტიკალური გეგმარების და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები.

ბოდბეს წმ. ნინოს დედათა მონასტერში ტურისტების და მომლოცველების რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია, რაც თავისთავად, იწვევს ავტოტრანსპორტის რაოდენობის ზრდასაც. დღეის მდგომარეობით, ტურისტები და მომლოცველები ავტოტრანსპორტს აჩერებენ მონასტრის წინა მოედანზე. მონასტერთან არსებული ინფრასტრუქტურა კი ვეღარ აკმაყოფილებდა გაზრდილ მოთხოვნას და იქმნება საცობი. პროექტის დასრულების შემდეგ კი, სრულად მოწესრიგდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. სამუშაოები 2019 წლის ივლისში დაიწყო და 2020 წლის იანვარში დასრულდება.

მიმდინარე მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია მშენებელ კომპანიასთან ერთად ადგილზე გაეცნო.

იხილეთ ვიდეო: კატალონიაში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები და შეტაკებები გრძელდება

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის