მეუფე გრიგოლი დეკანოზ მამალაძის საქმეზე - ნებისმიერ საკითხზე უნდა იმსჯელოს ეკლესიამ და თავისი გადაწყვეტილება გამოიტანოს

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) მიიჩნევს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით წმინდა სინოდმა უნდა იმსჯელოს და გადაწყვეტილება მიიღოს.

თუმცა, როგორც მეუფე გრიგოლი აცხადებს, მან არ იცის, იმსჯელებს თუ არა აღნიშნულ საკითხზე დღეს წმინდა სინოდი.

„რაზე იმსჯელებს წმინდა სინოდი, ამას წყვეტს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, რომელსაც შემოაქვს განსახილველად საკითხები. მას შემოაქვს დღის წესრიგი. უხერხულ მდგომარეობაში მაყენებთ, არ ვიმყოფები წმინდა სინოდის სხდომაზე საპატიო მიზეზის გამო, მაგრამ ვდავარ აქ და ინტერვიუს ვიძლევი. მიმაჩნია, რომ ნებისმიერ საკითხზე უნდა იმსჯელოს ეკლესიამ და თავისი გადაწყვეტილება გამოიტანოს. ჩემი პირადი პოზიცია ცნობილია, ეს არაერთხელ მითქვამს, მაგრამ კონკრეტულად ამას სინოდზე დავაფიქსირებ. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მომხრე ვარ ნებისმიერ საკითხზე მსჯელობის, განხილვის და გადაწყვეტილების მიღების“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ