მეუფე გრიგოლი - ვფიქრობ, ჩემი არყოფნა მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს სინოდის გადაწყვეტილებებზე

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) განმარტავს, თუ რატომ არ ესწრება სინოდის დღევანდელ სხდომას. როგორც მეუფე გრიგოლი აცხადებს, მას სტუმრად ჰყავს მსოფლიოს საპატრიარქოს წარმომადგენელი, რომლის დატოვებაც შეუძლებელი იყო. თუმცა, მეუფე გრიგოლის განცხადებით, მისი არყოფნა სინოდის გადაწყვეტილებებზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს.

„ჩვენ მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი გვყავს სტუმრად ახალი საქართველოს უნივერსიტეტში. ეს ღონისძიება დაგეგმილი იყო წლის დასაწყისიდან, იანვრიდან. ხვალ მიემგზავრება ჩვენი სტუმარი და შეუძლებელი იყო ჩემი მხრიდან დატოვება. თუმცა, ჩემი არყოფნა ვფიქრობ, მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს სინოდის გადაწყვეტილებებზე, რაც მსჯელობის საგანი იქნება და მიიღება საბოლოო ჯამში“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მისივე თქმით, საეკლესიო დებულების თანახმად, მან წერილობით მიმართა წმინდა სინოდის თავმჯდომარეს და მიუთითა მისი არყოფნის მიზეზი.

„ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც სინოდის სხდომას არ ვესწრები ამ 24 წლის განმავლობაში. ერთხელ, როდესაც არ ვიმყოფებოდი საქართველოში და ახლა მეორედ, როცა მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება და თავისთავად ცხადია, ეს არის მიზეზი ჩემი არ დასწრების. თუმცა ვფიქრობ, რომ სინოდი მაქსიმალური შემადგენლობით არის შეკრებილი და იმსჯელებენ ალბათ იმ საკითხებზე, რასაც მისი უწმინდესობა დააყენებს დღის წესრიგში“, - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

რაც შეეხება მედიის წარმომადგენლების კითხვას, რა მოლოდინი აქვს მას ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებებთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სინოდი, მეუფე გრიგოლმა განაცხადა, რომ მას არანაირი მოლოდინი არ აქვს.

„ერთადერთი მოლოდინი მაქვს, რომ გავეცნო წმინდა სინოდის გადაწყვეტილებებს, იმ საკითხებზე, რომელიც გამოტანილი იქნება მსჯელობაზე“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა
„ტოიოტა კავკასიამ“ სრულიად ახალი, მეექვსე თაობის Toyota RAV4 წარადგინა
სისხლის ავთვისებიანი დაავადებების ექსპერტული მკურნალობა Acıbadem Healthcare Group-ში