მეუფე გრიგოლი მეუფე პეტრეზე - ჩვენი ძმა, ჩვენი  მეგობარი რჩება და გვეხმარება გადაბარებაში - მე მარტო  ვერ შევძლებ, ვთხოვ, რომ მეუფე დარჩეს აქ

ჭყონდიდის ეპარქიის ახალი მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის განცხადებით, ამავე ეპარქიის სასულიერო პირებს, ვისაც სურვილი აქვთ, ეპარქიაში დარჩებიან. როგორც მეუფე გრიგოლმა ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მეუფე პეტრე მას ეპარქიის გადაბარებაში დაეხმარება.

„ჩვენი ძმა, ჩვენი მეგობარი რჩება. გვეხმარება გადაბარებაში. ამ ეპარქიაში ძალიან ბევრია გაკეთებული, კიდევ უნდა გაკეთდეს და ჯერ რჩება. დაასრულოს მშენებლობა. მამებსა და დებს თუ სურვილი აქვთ, დარჩებიან. დასჯილი არავინ იქნება. აქ, ყველა დროებით ვართ და სოხუმში, ოჩამჩირეში დაბრუნებისთვის ვემზადებით“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

რაც შეეხება ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირების განცხადებას, მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ „ნერვიულობენ, ზოგი არის მეუფის გაზრდილი და ძალიან განიცდის, მაგრამ ბერის საქმე მორჩილება და სულიერი აღზრდაა.

„ახლა შევხვდი სასულიერო პირებს. არავინ მიდის“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ამასთან, მან ჟურნალისტებთან ისაუბრა მის ბიოგრაფიაზე და თქვა, რომ პროფესიით ექიმია, ხოლო განათლება რუსეთში მიიღო.

„დავიბადე სოხუმში. 2 წლის ვიყავი, როცა რუსეთში წამიყვანეს. მამაჩემი ექიმია, სისხლძარღვთა ქირურგია. ქალაქ საროვში გავიზარდე, სოხუმში ზაფხულობით ჩავდიოდი. 14 წლის ასაკში საავადმყოფოში, საოპერაციოში დავიწყე მუშაობა. მერე ჩავაბარე სამედიცინო ინსტიტუტში, ორდინატურა, ასპირანტურა... 27 წლის ასაკში კანდიდატი ვიყავი, 30 წლის ასაკში დოქტორი, 33 წლისამ რუსეთში მოღვაწეობა დავამთავრე და ჩამოვედი საქართველოში. აქ, 2005 წელს ჩავაბარე სასულიერო აკადემიაში, 5 წელი ვისწავლე და მერე, 2010 წელს ბერად აღვიკვეცე. მაკურთხეს დიაკვნად, მღვდლად. 2013 წელს უკვე ეპისკოპოსად მაკურთხეს, შემდეგ გადამიყვანეს რთულ ეპარქიაში, წალკაში და შემდეგ ახლა, კრიზისულ სიტუაციაში გადმომიყვანეს აქ“, - განაცხადა მეუფე გრიგოლ კაციამ.

ამასთან, მისი თქმით, პარალელურ რეჟიმში წალკის ეპარქიაშიც ივლის.

ჟურნალისტის კითხვაზე, ახლა ისევ ინარჩუნებს, თუ არა რუსულ კავშირებს, მეუფე გრიგოლ კაციამ უპასუხა, რომ „საპატრიარქოსთან არა და ექიმებთან მეგობრობს.

მეუფე გრიგოლის თქმით, ჭყონდიდის ეპარქია დიდი ეპარქიაა, რომლის გადაბარებასაც შესაბამისი დრო სჭირდება.

„ბევრი მონასტერი და ბევრი მეურნეობაა. მე არ ვარ არც ეკონომისტი და არც იურისტი. მეუფეს, უბრალოდ, ეს საქმე ეხერხება. გადაბარებას დიდი ხანი სჭირდება“, - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

მან ასევე უპასუხა კითხვას, აქვს თუ არა სურვილი, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრესთან ერთად დარჩეს.

„მე მარტო ვერ შევძლებ. მე ვთხოვ, რომ მეუფე დარჩეს აქ“, - აღნიშნა მეუფე გრიგოლ კაციამ.

მეუფე გრიგოლის განმარტებით, ჭყონდიდის ეპარქიაში პირველ წირვას კვირას ჩაატარებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის