მეუფე გრიგოლი - ამ ზაფხულს  ჭყონდიდის ეპარქიაში ვიმყოფებოდი, რათა მეთქვა მეუფე პეტრესთვის, რომ მისულიყო  პატრიარქთან,  შერიგებოდა და შენდობა ეთხოვა

ამ ზაფხულს ჭყონდიდის ეპარქიაში ვიმყოფებოდი, რათა მეთქვა მეუფე პეტრესთვის, რომ მისულიყო პატრიარქთან, შერიგებოდა და შენდობა ეთხოვა, - ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის ახალმა მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლ კაციამ ჟურნალისტებს ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ზაფხულში ჰქონდა თუ არა საუბარი მეუფე პეტრესთან იმავე საკითხებზე, რასთან დაკავშირებითაც მეუფე პეტრემ საჯარო განცხადება გააკეთა, მეუფე გრიგოლი პასუხობს, რომ ჰქონდა, თუმცა აღნიშნა, რომ მას მეუფე პეტრეს ამ განცხადების არ სჯერა.

„ჩემი პასუხი, როგორც ექიმის, ფსიქოლოგის და მღვდელმსახურის იყო ის, რომ არ მჯერა. ყველაფერი არის უფრო თხრობითი და ვიღაცამ რაღაცა თქვა, ვიღაცამ რაღაც უთხრა. კონკრეტული არაფერი იყო და ამიტომ, მე არ მჯერა“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ