"გირჩის“ მიერ დაფუძნებული "შმაქსის" მძღოლები აქციას მართავენ

რესპუბლიკის მოედანზე "გირჩის" მიერ დაფუძნებული "შმაქსის" მძღოლები და "გირჩის" ლიდერები აქციას მართავენ. როგორც "გირჩის " ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ შმაქსი" საგანმანათლებო საქმიანობას ეწევა, აქედან გამომდინარე, მათი მოთხოვნაა, რომ შეწყდეს "შმაქსიზე" ნადირობა", გაუქმდეს ყველა ის ჯარიმა, რომელიც პოლიციამ 1-ელი ოქტომბრიდან მძღოლებს გამოუწერა და შეჩერდეს "ტაქსების რეფორმა", რომელმაც "ეს ყველაფერი გამოიწვია".

ზურა ჯაფარიძის თქმით, ამ მოთხოვნებით, შსს-სთან გადაინაცვლებენ.

„ცვლილება არის მიდგომაში და პატრული ისე აღარ იქცევა, როგორც იქცეოდა მანამდე. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სულ, ორჯერ გამოწერეს ჯარიმა, მეტჯერ - არა. თუმცა, ნადირობა გრძელდება. დღეში ხუთჯერ ან შვიდჯერ აჩერებენ "შმაქსის" თითოეულ მძღოლს. ცალკე ლექტორებს ეკითხებიან რაღაცებს, ცალკე - მოსწავლეებს, რომლებიც "შმაქსის" მომსახურებით სარგებლობენ. ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ "შმაქსი" არის საგანმანათლებლო პროექტი. ჩვენ ვართ სამ ქალაქში: თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში. მოლაპარაკებები გვაქვს ამერიკულ კომპანიასთან, რომელიც უახლოეს დღეებში გახდება "შმაქსის"როგორც კომპანიის, საგანმანათლებლო პროექტის მფლობელი", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

„შმაქსის" მძღოლის თამაზ კოშაძის თქმით, ისინი საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევიან და ადამიანებს ფულს მხოლოდ ლექციაში ართმევენ და არა მგზავრობისთვის.

"ჩვენ ვაპროტესტებთ პატრულის უკანონო გადაწყვეტილებებს. ჩვენ ვართ მასწავლებლები, ლექტორები. მოსწავლეს ვუხსნით და ვესაუბრებით რეგულაციებზე. პატრული გვაჩერებს, მოსწავლეს აბნევს ისეთი შეკითხვებით, რომ დააკავოს და ჩვენ 200 ლარით დაგვაჯარიმოს. ეს ალბათ მითითებაა ან მერიის ან შსს-ს. გავწევრიანდით "შმაქსიში", გვაქვს ხელშეკრულებაც. სანამ ადამიანი ჩემი მოსწავლე გახდება, მას ვაცნობ "შმაქსის" ინსტუქციას, სადაც ჩამონათვალია, რომ ფულს იხდის ლექციაში და არა მგზავრობაში", - განაცხადა მძღოლმა თამაზ კოშაძემ.

იხილეთ ვიდეო: "გირჩის" მიერ დაფუძნებული კომპანია "შმაქსის" მძღლოებმა და პარტიის ლიდერებმა აქცია გამართეს

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?