გიგი უგულავა - ნიშანდობლივი დამთხვევაა, ანალოგიური ტიპის დეპუტატები რუსეთის დუმაში აქტიურობენ და შერეულ და მარტო მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა უნდათ

ნიშანდობლივი დამთხვევაა, ანალოგიური ტიპის დეპუტატები რუსეთის დუმაში აქტიურობენ. ასევე შერეულ და მარტო მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა უნდათ. სულ რომ არ იცოდნენ ჩვენმა „კოლექტიურმა ხუნდაძეებმა“ ეს ამბავი რაღაცნაირი მენტალური და სულიერი კავშირი არსებობს მათ შორის“, - აღნიშნული განცხადება „ევროპული საქართველოს“ ერთ- ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გააკეთა. როგორც გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუმარტა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა ერთპიროვნულად ეკისრება ბიძინა ივანიშვილს.

„პასუხისმგებლობა ცალსახად სიტუაციის ესკალაციაზე, რადიკალიზაციაზე, ქუჩის პროტესტზე, უდანაშაულო ადამიანების დაჭერასა და დარბევაზე ერთპიროვნულად ეკისრება ბიძინა ივანიშვილს, მის მზაკვრულ ტყუილს, რომელმაც გამოიწვია ყველაფერი ის, რაც დღეს ხდება. ივანიშვილი გარდა იმისა, რომ მოიქცა უტვინოდ, როგორც ჩვეულებრივი შეშინებული ავტორიტარი, პარალელურად მოიქცა, როგორ ჩვეულებრივი პროვოკატორი. მან, პრაქტიკულად, პროვოკაცია მოუწყო საკუთარ ქვეყანას. ივანიშვილმა იმ ცემენტს დაარტყა, რომელიც საზოგადოებას აერთიანებს და ეს ცემენტი - ნდობა აქცია წყლად. ასეთი მეგა აფერისტობის შემდეგ, შეუძლებელია იმ მორალური კრიზისის გადალახვა თუ არა პროპორციული რიგგარეშე არჩევნები“, - განაცხადა გიგი უგალავამ.

ის იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, კოჰაბიტაციას უნდა ჰქონდეს დასასრული.

„მე მინდა შევახსენო ამ პატიოსან გვამს, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ჰქვია, თქვენ თუ თანაარსებობას გამორიცხავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 70% -ს ეუბნებით, რომ თქვენ არსებობის უფლება არ გაქვთ ქვეყანაშიო. კოჰაბიტაცია ნიშნავს თანაარსებობას და ძალიან სამწუხაროა, რომ იუსტიციის მინისტრი იმდენად გონებადაბნელებულია თავისი ქვენაინსტინქტებითა, შურისძიებითა და ბოღმით, რომ ვერც ხვდება, როდესაც სახელმწიფო უმაღლესი თანამდებობის პირი ქვეყანაში ძრახავს თანაარსებობას მოქალაქეების, განსხვავებული აზრის თანაარსებობას, ეს კატასტროფის ნიშანია“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

გიგი უგულავას თქმით, სახელისუფლებო პროპაგანდა ახალ სიმაღლეზე ავიდა და თუ ერთი კვირის წინ წუხილს გამოთქვამდნენ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი არ გავიდა, ახლა მათი პროპაგანდა ეფუძნება საზოგადოების დარწმუნებას, რომ მაჟორიტარული სისტემა უფრო კარგი და მისაღებია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს