რომან გოცირიძე - ძალით ხელისუფლების შენარჩუნებას მოჰყვება ძალიან მძიმე შედეგი ხელისუფლებისთვის და შეიძლება ქვეყანაც ჩაითრიოს არასტაბილურობაში

სანამ ბიძინა ივანიშვილი არ შეასრულებს საკუთარ პირობას, ეს პროცესები გაგრძელდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, დღეს ხელისუფლებას ერთი მომხრეც არ ჰყავს და მას მხოლოდ ინტელექტუალურად გაკოტრებული ადამიანები შემორჩა.

„ჩვენ დავინახეთ რომ ხელისუფლებას მთელმა ქვეყანამ აქცია ზურგი. საკუთარი გუნდიც კი ჩამოეშალა და ადამიანები, რომელთაც რაიმე ღირებულება გააჩნდათ, თუნდაც უმრავლესობაში, მათაც კი ზურგი აქციეს. ასეთ ვითარებაში ერთადერთ გზად დაისახეს სიცრუე და ამ სიცრუის პოლიტიკის გაგრძელება. ვერ შეიგნეს, თუ რა უნდა ხალხს. როცა ვერ შეიგნებ, შევაგნებინებთ და შევაგნებინებთ იმას, რომ არ შეიძლება ხალხის მოტყუება და არ შეიძლება ძალაუფლების შენარჩუნება კანონდარღვევითა და არჩევნების გარეშე,“ - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, მოსახლეობამ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან არ წავა არჩევნების გზით.

„ხალხმა გაიგო ერთი რამ, რომ ეს კაცი არ აპირებს ხელისუფლებიდან წასვლას არჩევნების გზით, ეს არის ყველაზე სახიფათო რამ, რაც ჩვენ დავინახეთ მის ქმედებაში, უფსკრულის პირას დგას. ძალით ხელისუფლების შენარჩუნებას მოჰყვება ძალიან მძიმე შედეგი ხელისუფლებისთვის და შეიძლება ქვეყანაც ჩაითრიოს არასტაბილურობაში,“- განაცხადა გოცირიძემ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

რომან გოცირიძე - ძალით ხელისუფლების შენარჩუნებას მოჰყვება ძალიან მძიმე შედეგი  ხელისუფლებისთვის და შეიძლება ქვეყანაც ჩაითრიოს არასტაბილურობაში

სანამ ბიძინა ივანიშვილი არ შეასრულებს საკუთარ პირობას, ეს პროცესები გაგრძელდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, დღეს ხელისუფლებას ერთი მომხრეც არ ჰყავს და მას მხოლოდ ინტელექტუალურად გაკოტრებული ადამიანები შემორჩა.

„ჩვენ დავინახეთ რომ ხელისუფლებას მთელმა ქვეყანამ აქცია ზურგი. საკუთარი გუნდიც კი ჩამოეშალა და ადამიანები, რომელთაც რაიმე ღირებულება გააჩნდათ, თუნდაც უმრავლესობაში, მათაც კი ზურგი აქციეს. ასეთ ვითარებაში ერთადერთ გზად დაისახეს სიცრუე და ამ სიცრუის პოლიტიკის გაგრძელება. ვერ შეიგნეს, თუ რა უნდა ხალხს. როცა ვერ შეიგნებ, შევაგნებინებთ და შევაგნებინებთ იმას, რომ არ შეიძლება ხალხის მოტყუება და არ შეიძლება ძალაუფლების შენარჩუნება კანონდარღვევითა და არჩევნების გარეშე,“ - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, მოსახლეობამ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან არ წავა არჩევნების გზით.

„ხალხმა გაიგო ერთი რამ, რომ ეს კაცი არ აპირებს ხელისუფლებიდან წასვლას არჩევნების გზით, ეს არის ყველაზე სახიფათო რამ, რაც ჩვენ დავინახეთ მის ქმედებაში, უფსკრულის პირას დგას. ძალით ხელისუფლების შენარჩუნებას მოჰყვება ძალიან მძიმე შედეგი ხელისუფლებისთვის და შეიძლება ქვეყანაც ჩაითრიოს არასტაბილურობაში,“- განაცხადა გოცირიძემ.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო