დავით ზალკალიანი საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით, რუსეთზე ზეწოლა გაზარდოს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის ძალებზე ზეწოლა გაზარდოს.

დავით ზალკალიანმა ბერლინის პოლიტიკის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში მიმდინარე მცოცავ ოკუპაციაზე და ანექსიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვითარება უფრო მკაფიოდ უნდა იქნას შეფასებული.

„მინდა ხაზი გავუსვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხს - საქართველოში კვლავ გრძელდება მცოცავი ანექსია და ოკუპაცია. ამიტომ, მე ვფიქრობ, თქვენ უფრო მკაფიოდ უნდა შეაფასოთ არსებული სიტუაცია. როდესაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, საქართველოში მიმდინარეობს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი. რამდენიმე კვირის წინ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაიტაცეს და დააკავეს ცნობილი ქართველი ექიმი, უბრალო მიზეზის გამო - იგი წავიდა თავისი პაციენტის სამკურნალოდ ოკუპირებულ რეგიონში. ახლა ის იმყოფება პატიმრობაში და ჩვენ ვთხოვთ საერთაშორისო თანამეგობრობას გაზარდოს ზეწოლა რუსეთის ფედერაციის ძალებზე, რომლებიც ამ ტერიტორიებზე მოქმედებენ.

სამწუხაროდ, განსაცდელში არიან ეთნიკური ქართველები რომლებიც დაუბრუნდნენ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებს, გაყოფილია ოჯახები, მათ არ აქვთ წვდომა საკუთარ სოფლის მეურნეობაზე და ვერ ამუშავებენ საკუთარ მიწას, მათ უარს ეუბნებიან მშობლიურ ენაზე განათლების მიღებაზე. ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალი ამ უკანონო საქმიანობაზე, რადგან ეს არასწორ სიგნალს გაუგზავნის ქართველ საზოგადოებას, ჩვენს ხალხს“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა თავის სიტყვაში ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმზე.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა