ირაკლი სესიაშვილი - ბაქიბუქობენ, რომ ხელს ვუშლითო, მაგრამ ნახეთ, რომ პარლამენტი აგრძელებს მუშაობას, სესია არ ჩაშლილა, მთავრობა თავისი დღის წესრიგით მოქმედებს

ბაქიბუქობენ რომ ხელს ვუშლითო, მაგრამ მე მგონი ნახეთ, რომ პარლამენტი აგრძელებს მუშაობას, არანაირი სესია არ ჩაშლილა, მთავრობა თავისი დღის წესრიგით მოქმედებს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.

რაც შეეხება ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებულ პროცესებს, სესიაშვილმა განაცხადა, რომ პოლიციას ვალდებულება აქვს დაიცვას წესრიგი და რაიმე განსაკუთრებული არ ხდება.

„ყველას აქვს ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება და აბსოლუტურად ნორმალური პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, როდესაც ოპოზიცია აპროტესტებს. ეს მათი უფლებაც არის და მათი პოლიტიკური დღის წესრიგია, ასე ჩანს. ასევე ვალდებულება აქვს პოლიციას დაიცვას წესრიგი. ამიტომ აქ რაიმე განსაკუთრებული არ ხდება. მესმის, რომ ჩვენი ოპონენტები არიან პოლიტიკურად გაკოტრებულები. მათ არანაირი რესურსი არ აქვთ, ამიტომ მიდიან რადიკალიზაციაზე. ქმნიან ისეთ სურათს და ეს ყველაფერი, ალბათ, უფრო გათვლილია ტელესურათზე, რომ თითქოს მათ პროტესტს აქვს ფართო ხასიათი. რა თქმა უნდა, ასე არ არის. მესმის მათი პოლიტიკური პროტესტის საფუძველი და ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ თავისი პოზიცია პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით დააფიქსირა. რაც შეეხება მათ პროტესტს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ კანონის ფარგლებში იმოქმედონ. არანაირი პრობლემა არ ექნებათ მათ გამოხატვის თავისუფლების უფლების უზრუნველყოფის პროცესში. მეორე მხრივ, კი ბაქიბუქობენ, რომ ხელს ვუშლითო, მაგრამ მგონი, ნახეთ, რომ პარლამენტი აგრძელებს მუშაობას, არანაირი სესია არ ჩაშლილა, მთავრობა თავისი დღის წესრიგით მოქმედებს, ატარებს ღონისძიებებს. ეს არის ნორმალური, დემოკრატიულ სახელმწიფოში ასე ხდება. ვიღაცას სურს პროტესტი გამოხატოს და ამის უფლება აქვს. ვინც არღვევს მართლწესრიგს, ამაზე პასუხს აგებს. პოლიცია მოქმედებს კანონის ფარგლებში“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში