დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დაკავებულ ბერზე - ის ათონის მთაზე ცხოვრობდა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი თავის სახლში იყო, ალკოჰოლთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემა

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკენოზ ანრდია ჯაღმაიძის ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერი ათონის მთაზე ცხოვრობდა, ქართულ ეკლესიაში კი არასდროს უმსახურია.

როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შესაბამისად, საპატრიარქოს დაკავებულზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება.

„საქმე იმაშია, რომ ეს ადამიანი აღიკვეცა ათონის მთაზე და ცხოვრობდა იქ. საქართველოში რაც დაბრუნდა, ცხოვრობდა თავის სახლში. არ ცხოვრობდა მონასტერში და არც მოღვაწეობდა ეკლესიაში. ასე რომ, ჩვენ პრინციპში მის სასულიერო პირობაზე და მის მოღვაწეობაზე არანაირი პასუხისმგებლობა და ინფორმაცია არ გვაქვს“, - განაცხადა დეკანოზმა.

მისივე თქმით, დაკავებულ პირზე ინფორმაცია არ აქვს, თუმცა გადმოცემით მათთვის ცნობილია, რომ ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა.

„არაფერი ვიცი, პირადად არ ვიცნობ. თბილისის ეპარქიაში არ არის. უბრალოდ რაც გვაქვს გადმოცემით ინფორმაცია, რომ მოიხმარდა ალკოჰოლს, ალკოჰოლთან დაკავშირებით ჰქონდა რაღაც პრობლემა. სახლში ცხოვრობდა, როგორც ერის კაცი“, - აღნიშნა ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ათონის მთაზე მოღვაწე ბერი დააკავეს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ათონის მთაზე მოღვაწე ბერს 40 აბი მეტადონი აღმოუჩინეს.

იხილეთ ვიდეო: საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი დაკავებულ ბერზე კომენტარს აკეთებს

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ