პატრიარქი - 12 დეკემბერს დიდი ლოცვა ჩატარდება, პარასკევს ღამით კი ტაძარი ღია იქნება

12 დეკემბერს, ხუთშაბათს დიდი ლოცვა ჩატარდება, პარასკევს ღამით კი ტაძარი ღია იქნება. ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების დასრულების შემდეგ ბრძანა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ჩატარდება ხუთგზის წირვა, რა დროსაც სამღვდელოება მოსახლეობას და ემიგრანტებს დალოცავს.

“მინდა შეგახსენოთ, რომ მომავალ პარასკევს არის ხსენება წმინდისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა, რომელმაც დააარსა ჩვენი ეკლესია. ამავე დღეს არის ხსენება წმინდისა მეფისა ვახტანგ გორგასალისა და პირველი კათოლიკოსების - პეტრე პირველისა და სამუელისა. ხუთშაბათს საღამოს იქნება დიდი ლოცვა და პარასკევს მთელი ღამე ტაძარი ღია იქნება. შესრულდება ხუთი წირვა. ამ ხუთი წირვის დროს ჩვენ მოვიხსენებთ საქართველოს მოსახლეობას. საქართველოს მკვიდრებს და უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ“, - ბრძანა პატრიარქმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ