გიორგი მარგველაშვილი - მრცხვენია - ასეთი მდარე პროვინციული ვოდევილის დონეზე როგორ უნდა დავიდეს ის, რასაც ჰქვია საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადებები

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის, რომ დღეს ქუჩაში ხალხი დგას, არამარტო პოლიტიკური პროცესის, არამედ ქვეყნის იმიჯის გადარჩენაა.

როგორც მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, საქართველო სამარცხვინო თაღლითების ქვეყანა იქნებოდა, პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდება რომ მიეღო.

„გვერდზე რომ გავდგეთ და შევხედოთ, რა ვითარებაა - „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ხელმძღვანელობამ საკუთარი თავის შეურაცხყოფის, ასევე ქვეყნის და ჩვენი შურაცხყოფის ხარჯზე უარი თქვა ძალიან მტკიცე დაპირებაზე, არამარტო უარი თქვა იმაზე, რასაც დაპირდა საზოგადოებასა და მთელ მსოფლიოს... თითოეული სიუჟეტი ამ ამბის არის სამარცხვინო. რომ არ გამოსულიყო ახალგაზრდები და ოპოზიცია რომ არ დამდგარიყო ქუჩაში, ყველანი ძალიან ცუდ ვითარებაში ჩავვარდებოდით იმიტომ, რომ გამოვიდოდა, რომ საქართველოში სიტყვა არაფრად არ ფასობს და ჩვენ ყველანი თაღლითები ვართ, რომ ეს ასე იოლად გაგვეტარებინა. ეს გამოვიდოდა, ამას იფიქრებდნენ ჩვენზე - ესენი ერთმანეთს აგდებენ, ატყუებენ და რეაქციაც არ აქვს ხალხს. არა მარტო პოლიტიკური პროცესის, არამედ იმიჯის გადარჩენაა, რომ დღეს ხალხი ქუჩაში დგას. სამარცხვინო თაღლითების ქვეყანა ვიქნებოდით, რომ ეს მიგვეღო“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს ოპოზიცია ფიქრობს, როგორ გამოასწოროს მმართველი გუნდის სამარცხვინო საქციელი, სთავაზობს მას სხვადასხვა ვარიანტებს და ამაზე „ხელისუფლების კაპრიზი“ მიუღებელია.

„აი, ეს სამარცხვინო თაღლითობა, რომელიც ჩამოაყალიბა და საზოგადოებას უთხრა ერთმა ადამიანმა - ბიძინა ივანიშვილმა, მაგრამ უნისონში გაშალეს ხმებში „ქართული ოცნების“ მთელმა ხელმძღვანელობამ, აი, ამ თაღლითობიდან გამოძვრენის ვარიანტებზე ვსაურობთ.

წარმოიდგინეთ, რაზე ვსაუბრობთ... ახლა სხედან ოპოზიციონერები, მათ შორის ისეთი მაღალკვალიფიციური იურისტები, როგორიცაა მაგალითად დავით უსუფაშვილი და ფიქრობენ, რომ აი, შენ რომ სამარცხვინო საქციელი ჩაიდინე, თაღლითობა და ტყუილი, როგორ გამოვძვრეთ ამ ამბიდან? და უწერენ სხვადასხვან ვარიანტებს, ანუ სხედან ახლა ჩვენი პატივცემული ოპოზიციონერები და ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ამ სამარცხვინო ვითარებიდან გამოიყვანონ მარტო ხელისუფლება კი არა, მთელი ქვეყანა და ამაზე ცოტა კაპრიზული რაღაც, რომ ეს არ მოგვწონს, ეს მოგვწონს.. რაზე არის საუბარი საერთოდ? ანუ, შენ რომ მომატუე და ყველას რომ შეურაცხყოფა მიაყენე, აქედან როგორ გამოვძვრეთ, ამაზე ვლაპარკობთ და შენ კიდე რაღაცას იქ კიდე ცდილობ, რომ კაპრიზულად რაღაცა პადედეები ჩაატარო, რომ იცით, კონსტიტუციის ჩემეულ წაკითხვას არ ეთანხმება, ეს მთელი გაგრძელება არის იმდენად შეურცხმყოფელი, იმდენად პროვინციულ ვოდევილს დაემსგავსა ეს განცხადებები, რაც გვესმის... მართლა პროვინციული ვოდევილია ის ჯანყი, მერე ამ დეპუტატების დაყოლიება, იმდენად უგემოვნოა. მრცხვენია - ასეთი მდარე პროვინციული ვოდევილის დონეზე როგორ უნდა დავიდეს ის, რასაც ჰქვია საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადებები“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა