გიორგი ვაშაძე - ზურაბიშვილის განცხადება ბრიყვული წამოცდენა არაა - ახლა აკეთებენ განცხადებებს, რომ ემიჯნებიან, თუ ემიჯნებით, დაიწყეთ იმპიჩმენტის პროცედურა

ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება არ არის ბრიყვული წამოცდენა და ეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლაა.

როგორც ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სახელით საუბრობს და ის საქართველოში რუსული ჰიბრიდული ომის მთავარი იარაღია.

სალომე ზურაბიშვილი არის რუსული ჰიბრიდული ომის მთავარი იარაღი საქართველოში, რომლის მიზანია ქვეყანაში ნიჰილიზმის დანერგვა, რომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი პერსპექტივა და საქართველოს რუსულ ორიენტაციაზე გადასვლა. ის ამას აკეთებდა მაშინ, როდესაც თქვა, რომ საქართველომ დაიწყო ომი. ის ამას აკეთებდა, როდესაც ზვიად გამსახურდიაზე საუბრობდა, როგორც დიქტატორზე და ამას ამყარებდა და ამართლებდა თავიდან ბოლომდე.

სალომე ზურაბიშვილი ახლა თავისი სახელით კი არა, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სახელით საუბრობს, რომელმაც სწორედ ძალადობით, დაშინებით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, მასობრივი მოსყიდვით დასვევს ეს ქალბატონი სკამზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ დაიწყებდა იმპიჩმენტის პროცედურას.

სალომე ზურაბიშვილის განცხადება არ არის ბრიყვული წამოცდენა. ეს არის მიზანმიმართული ბრძოლა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ, რომლის ავანგარდში არის ივანიშვილის ხელისუფლება და რომლის მთავარი განმახორციელებელი გახლავთ ზურაბიშვილი. ახლა აკეთებენ განცხადებებს, რომ ემიჯნებიან. თუ ემიჯნებით, დაიწყეთ იმპიჩმენტის პროცედურა“, - განაცხადა ვაშაძემ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

გიორგი ვაშაძე - ზურაბიშვილის განცხადება ბრიყვული წამოცდენა არაა - ახლა აკეთებენ განცხადებებს, რომ ემიჯნებიან, თუ ემიჯნებით, დაიწყეთ იმპიჩმენტის პროცედურა

ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება არ არის ბრიყვული წამოცდენა და ეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლაა.

როგორც ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სახელით საუბრობს და ის საქართველოში რუსული ჰიბრიდული ომის მთავარი იარაღია.

სალომე ზურაბიშვილი არის რუსული ჰიბრიდული ომის მთავარი იარაღი საქართველოში, რომლის მიზანია ქვეყანაში ნიჰილიზმის დანერგვა, რომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი პერსპექტივა და საქართველოს რუსულ ორიენტაციაზე გადასვლა. ის ამას აკეთებდა მაშინ, როდესაც თქვა, რომ საქართველომ დაიწყო ომი. ის ამას აკეთებდა, როდესაც ზვიად გამსახურდიაზე საუბრობდა, როგორც დიქტატორზე და ამას ამყარებდა და ამართლებდა თავიდან ბოლომდე.

სალომე ზურაბიშვილი ახლა თავისი სახელით კი არა, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სახელით საუბრობს, რომელმაც სწორედ ძალადობით, დაშინებით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, მასობრივი მოსყიდვით დასვევს ეს ქალბატონი სკამზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ დაიწყებდა იმპიჩმენტის პროცედურას.

სალომე ზურაბიშვილის განცხადება არ არის ბრიყვული წამოცდენა. ეს არის მიზანმიმართული ბრძოლა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ, რომლის ავანგარდში არის ივანიშვილის ხელისუფლება და რომლის მთავარი განმახორციელებელი გახლავთ ზურაბიშვილი. ახლა აკეთებენ განცხადებებს, რომ ემიჯნებიან. თუ ემიჯნებით, დაიწყეთ იმპიჩმენტის პროცედურა“, - განაცხადა ვაშაძემ.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო