რუსლან აბაშიძე პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს დაბადების დღეს ულოცავს.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადებიდან 87-ე წლისთავს.

დიდია მისი უწმინდესობის ღვაწლი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის აღორძინების, დაქსაქსული საზოგადოების გაერთიანების, მრევლის ცნობიერების ამაღლების და ქვეყნის ინტერესების დაცვის საქმეში.

42 წელი გავიდა, რაც ღირსეულად ატარებს პატრიარქის მძიმე ჯვარს, მისი მოღვაწეობა საქართველოს ერთობის, აფხაზეთის საზოგადოების სულიერი სიმტკიცის, კულტურული იდენტობის შენარჩუნების და სახელმწიფოს განუყოფლობის გარანტია.

გვჯერა, მისი მონდომება შედეგს გამოიღებს და სერიოზულ წვლილს შეიტანს ხელოვნური ბარიერებით დაშორიშორებული საზოგადოების გამთლიანებაში.

ღმერთმა უმრავლოს მის უწმინდესობას სიცოცხლის წლები!“ - ნათქვამია მისალოც ტექსტში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ