მეუფე პეტრე - სალომე ზურაბიშვილი ისეთივე დამოუკიდებელია, როგორც დამოუკიდებლად გახდა საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი ისეთივე დამოუკიდებელია, როგორც დამოუკიდებლად გახდა საქართველოს პრეზიდენტი, - ასე შეაფასა მეუფე პეტრე ცაავამ ის ფაქტი, რომ საქართველომ პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა.

მეუფე პეტრემ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უგუნურება უწოდა.

„საპყრობილეში დატოვეს იმიტომ, რომ უფალმა დაუხშო მათ გონება და დააშვებინა შეცდომა. ეს არის უგუნურობა - მათი საქციელი და არშეწყალება. რაც შეეხება ქალბატონი სალომეს დამოუკიდებლობას, ვიტყოდი, რომ ის ისეთივე დამოუკიდებელია, როგორც გახდა დამოუკიდებლად საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ძალმომრეობით და უსამართლობით გახდა და დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტად, ასევე დღემდე მსხვერპლია ძალმომრეობის, უსამართლობისა და დავალებების შესრულების ან გახმოვანებისა. ეს არის ერის უბედურება და ამ უბედურებიდან ქრისტეშობის მადლით უნდა დავაღწიოთ თავი აუცილებლად“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.

მეუფე პეტრეს თქმით, მამა გიორგი მამალაძესთან მიმართებით უპასუხისმგებლობა დღემდე გრძელდება და ამ ამ უპასუხისმგებლობის მსხვერპლი გახდა სალომე ზურაბიშვილიც.

„ეს გაგრძელებაა იმ უგუნურობისა და ქართველი საზოგადოების შეურაცხყოფისა, რა პოლიტიკაც დაიწყო „ციანიდის საქმის“ პირველივე დღეებიდან, როდესაც ჩვენ არათუ საქართველოს პრეზიდენტი, არამედ ქვეყნის პირველი პირი, პრემიერ-მინისტრი გვეუბნებოდა, რომ დიდი უბედურება ავიცილეთ, ასევე იუსტიციის მინისტრი გვეუბნებოდა, რომ საქართველო გადავარჩინეთ. მთავარმა პროკურორმა თქვა, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლა იგეგმებოდა და საზოგადოებამ, ვინაიდან ამაზე პასუხი არ მოსთხოვა არც ერთს, მართალია, პრემიერი გადააყენეს, მთავარი პროკურორი გადააყენეს, მაგრამ არა ამ მიზეზით, სხვა მიზეზით. როდესაც საზოგადოებამ ეს გაატარა და არ მოსთხოვა პასუხი, რა თქმა უნდა, ეს უპასუხისმგებლობა დღემდე ვრცელდება და სალომე ზურაბიშვილიც არ აღმოჩნდა გამონაკლისი ამ უპასუხისმგებლობაში“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს