ავსტრალიაში აქლემების დახოცვის 5-დღიანი ოპერაცია დაიწყო

ავსტრალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქვეყანაში აქლემების დახოცვის 5-დღიანი ოპერაცია დაიწყო. მედიის ინფორმაციით, ოპერაციის პირველ დღეს 1 500 აქლემი მოკლეს, ჯამში კი დაახლოებით 10 000-მდე ცხოველის მოკვლაა დაგეგმილი.

ავსტრალიის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გვალვის გამო აქლემები დასახლებულ პუნქტებს უახლოვდებიან და დიდი რაოდენობით საკვებსა და წყალს საფრთხეს უქმნიან. ავსტრალიის აქლემების მართვის ეროვნული გეგმის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ ცხოველებზე კონტროლი არ განხორციელდა, მათი რაოდენობა ყოველ 9 წელიწადში გაორმაგდება, რაც გარემოსთვის სერიოზული ზიანის შემცველია.

აღსანიშნავია, რომ აქლემები ავსტრალიაში პირველად მე-19 საუკუნეში ჩაიყვანეს და დღესდღეობით მათი რაოდენობა 1 მილიონს აღემატება.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება