სალომე სამადაშვილი - 2012 წლიდან წულუკიანის და ივანიშვილის ყველაზე სანდო მოკავშირე "ქურდული სამყაროა", ამიტომ ისინი კბილებით იცავენ მათ ინტერესებს

თეა წულუკიანი ძალიან მეგობრულ ურთიერთობაშია კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებთან. ნამდვილად გვახსოვს მისი ფოტო კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთ წარმომადგენელთან ერთად გადაღებული, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გუშინ კომიტეტის სხდომაზე ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის შესახებ იუსტიციის მინისტრის და სახალხო დამცველის მოხსენებებს.

მისივე თქმით, გუშინ "ქართული ოცნების" სრული შემადგენლობა, დაწყებული თეა წულუკიანით, დამთავრებული ანრი ოხანაშვილით, კრიმინალურ სამყაროს გადაეფარა.

"2012 წლიდან "ქართული ოცნება" ძალიან წარმატებით თანამშრომლობს კრიმინალურ სამყაროსთან. მათი ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ყოველთვის იყო კრიმინალური სამყარო. არ არის გასაოცარი, რომ "ქართული ოცნების" სრული შემადგენლობა, დაწყებული თეა წულუკიანით, დამთავრებული ანრი ოხანაშვილით გუშინ კრიმინალურ სამყაროს გადაეფარა და იმის ნაცვლად, რომ მართლა დაინტერესებულიყვნენ არსებული პრობლემებით, დადგეს მასკარადი. ქალბატონმა წულუკიანმა სრულიად არაადეკვატური განცხადებები გააკეთა და სულ სხვა სიბრტყეში გადაიყვანა დისკუსია. "ქართული ოცნების" პროკურატურისგან ჩვენ მოველით მხოლოდ პოლიტიკურ დევნას, შევიწროვებას ოპოზიციის, მასმედიის. ბიძინა ივანიშვილის პროკურატურა არ ებრძვის კრიმინალურ სამყაროს, ის ებრძვის დემოკრატიის მომხრე მოქალაქეებს და დემოკრატიულ ოპოზიციას. როგორც მახსოვს, თეა წულუკიანი ძალიან მეგობრულ ურთიერთობაშია მათ შორის, კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებთან. ნამდვილად გვახსოვს მისი ფოტო კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთ წარმომადგენელთან ერთად გადაღებული. 2012 წლიდან თეა წულუკიანის და ივანიშვილის ყველაზე სანდო მოკავშირე სწორედ "ქურდული სამყაროა", ამიტომ ისინი კბილებით დაიცავენ მათ ინტერესებს. დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური დამკვეთი სწორედ კრიმინალური სამყაროა," - განაცხადა სამადაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა