მეუფე ნიკოლოზი დეკანოზ გიორგი მამალაძეზე - მე ახლაც წინააღმდეგი ვარ, რომ სასულიერო პირი იყოს ციხეში

მნიშვნელოვანია, რამდენად ღირსეულად იხდის ადამიანი დაუმსახურებელ სასჯელს, - ამის შესახებ კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კვლავაც წინააღმდეგია, რომ სასულიერო პირი ციხეში იყოს.

„ბევრი ღირსეული ადამიანი იხდის სასჯელს და ბევრი დაუმსახურებლად. ასე რომ, ხდება ხოლმე ასე. მნიშვნელოვანია, რამდენად ღირსეულად იხდის ადამიანი დაუმსახურებელ სასჯელს. ამ შემთხვევაში ვერც ერთი ვერ მიხვდით, რა დანაშაულისთვის ზის დეკანოზი ციხეში, არავინ არ იცის, იმიტომ, რომ საბრალდებო დასკვნას ჩვენ ქვეყანაში იცავს კანონი. თუ ასე უნდა საზოგადოებას, გამოამზეუროს ყველაფერი, ყველამ დაიწყოს თავის თავიდან და მაშინ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ გამოაქვეყნოს თავისი საბრალდებო დასკვნა და მერე განვაგრძოთ საუბარი.

მე ვიყავი პირველი, ვინც ხმა აიმაღლა ამის წინააღმდეგ და მე ახლაც წინააღმდეგი ვარ, რომ სასულიერო პირი იყოს ციხეში”,- განაცხადა მეუფემ.

კითხვაზე, განიხილება თუ არა სინოდის მომდევნო სხდომაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხი, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომ ეს იმაზე დამოკიდებული, „როდის იქნება სინოდის სხდომა და მოვლენები როგორ განვითარდება”.

რაც შეეხება იმას, მიმართავს თუ არა საპატრიარქო მამალაძის შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს კიდევ ერთხელ, მეუფე აცხადებს, რომ „ეს თამაში არაა”.

„პრეზიდენტს ერთხელ მივმართეთ და გასაგები იყო ჩვენი დამოკიდებულება. მე ვფიქრობ, პრეზიდენტი ძალიან ღირსეულად მოიქცა. მან ძალიან საინტერესოდ დაასაბუთა თავისი გადაწყვეტილება”,- განაცხადა მიტროპოლიტმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!