საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - საფრანგეთის და თურქეთისგან გვაქვს თანხმობა, რომ თუ ისინი მოახდენენ ჩინეთიდან საკუთარი მოქალაქეების გამოყვანას, ჩვენი მოქალაქეების გამოყვანასაც მოახდენენ

"საფრანგეთის და თურქეთის რესპუბლიკიდან გვაქვს აბსოლუტური თანხმობა, რომ თუ ისინი მოახდენენ თავისი მოქალაქეების გამოყვანას, აუცილებლად მოახდენენ ჩვენი მოქალაქეების გამოყვანასაც ჩინეთიდან", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ღვთისიაშვილმა ჯანდაცვის სამინისტროში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ჩინეთში საქართველოს საელჩო, ჩინეთში მყოფ ქართველებთან მუდმივ კავშირზეა.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველანი ვაკვირდებოდით როგორ ვითარდებოდა მდგომარეობა უხანში. ჩვენი საელჩო მუდმივად იყო კონტაქტზე იმ ხალხთან, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ. იმ ადამიანებთან, რომლებიც არიან რეგისტრირებული და რომელთა საკონტაქტო მონაცემებიც გვაქვს, რომ უბრალოდ მოგვეკითხა მათი ჯანმრთელობის მდგომარება. შემდეგ იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ შემუშავებული ყოფილიყო ამ ადამიანების ამ ქალაქიდან ევაკუაციის გეგმა. მივმართეთ ჩვენს პარტნიორებს დახმარებისთვის. ამ მომენტისთვის გვაქვს თანხმობა თურქეთის რესპუბლიკისგან და საფრანგეთისგან. იმ შემთხვევაში თუ ისინი განახორციელებენ თავისი მოქალაქეების გამოყვანას ამ რეგიონიდან, ამ ქალაქიდან, ისინი დაგვეხმარებიან, რომ ჩვენი მოქალაქეებიც იყვნენ გამოყვანილი ამ რეგიონიდან და გვეხმარებიან, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა კარანტინი გაიარონ იმ ქვეყნებში, სადაც ისინი გაატარებენ თავიანთ მოქალაქეებს. ჩვენი საელჩო მუდმივ კავშირზეა ამ ადამიანებთან, ისინი საქმის კურსში არიან და მზად არიან იმ შემთხვევაში, თუკი მოხდა ევაკუაცია, რომ მოვიდნენ იმ ადგილზე, სადაც უნდა შეგროვდეს ეს ხალხი და უნდა მოხდეს მათი ვაკუაცია ჩვენს პარტნიორებთან ერთად. რაც შეეხება დანარჩენ ქართველებს, რომლებიც არიან ჩინეთში, რამდენიმე დღეა საქართველოს საელჩო მათ უკავშირდება. ხდება ამ ადამიანებთან კომუნიკაცია და მათი გაფრთხილება.

ეს არის ის ხალხი, რომლებიც არიან რეგისტრაციაზე დამდგარი ჩვენს საელჩოში ან დარეკეს საქართველოს საელჩოში და თავისი თავის იდენტიფიცირება მოახდინეს. ხდება მათთან კომუნიკაცია და მათი გაფრთხილება, რომ სულ უფრო მეტი და მეტი ავიაკომპანია წყვეტს პირდაპირ მიმოსვლას ჩინეთთან და რომ არ გამორჩეთ ეს სიახლე და თუ ამის სურვილი ექნებათ, დაბრუნდნენ დროულად", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს