~არტი-ჯგუფში~ შემავალი; ~ინტერნეიშენალ ბილდინგ კომპანის~ და შპს ~პრიზა~_ს ადვოკატებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დროებითი ღონისძიებების გატარების მოთხოვნით სარჩელი შეაქვთ.
როგორც სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კომპანიების ადვოკატებმა განაცხადეს, ევროსასამართლოსგან მოითხოვენ დროებითი ღონისძიების გატარებას, რათა საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩეროს საკუთრების ხელყოფა და კომპანიების ქონების განადგურება.
ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა ზუსტად ერთ თვეში დაასრულეს უზარმაზარი საქმის განხილვა.
~გაუგონარი სისწრაფით მოხდა ამ საქმეებზე გადაწყვეტილების გამოტანა. არ მოგვეცა რეალური დაცვის უფლების საშუალება, არადა ევროკონვენციის მეექვსე მუხლით ყველას აქვს უფლება, დროის გარკვეულ ვადაში ჰქონდეს ადეკვატური დრო და საშუალება საკუთარი დაცვის მოსამზადებლად~,-აღნიშნა მან.
დიმიტრი გაბუნია აცხადებს, რომ ექვს სხდომაზე დაყენებული 12 შუამდგომლობიდან მოსამართლემ არც ერთი არ დააკმაყოფილა, მათ შორის არც მოწმეების გამოცხადების შუამდგომლობა, რის შემდეგაც ადვოკატმა პროტესტის ნიშნად დატოვა სასამართლო სხდომათა დარბაზი.; მოსამართლემ კი, მეორე მხარის მონაწილეობის გარეშე განიხილა საქმე და გადაწყვეტილებაც მიიღო.
როგორც ადვოკატი გაბუნია აცხადებს, კომპანიებმა უზარმაზარი ზიანი მიიღეს, კერძოდ; 100 მლნ დოლარი. აღნიშნული თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ადვოკატებმა დღეს შეიტანეს სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში.
ადვოკატებმა დაასახელეს იმ მოსამართლეების გვარები, რომლებმაც საქმე ~გაუგონარი სისწრაფით~ განიხილეს. ესენი არიან ნანა დარასალია, ილონა თოდუა, მირანდა ერემაძე, მერაბ ლომიძე.;; ადვოკატები ამ მოსამართლეებსაც უჩივიან.
;დიმიტრი გაბუნიას ინფორმაციით, იუსტიციის საბჭოსა და უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილთანაც შეიტანა სარჩელები და ამ ოთხი მოსამართლის დასჯას ითხოვს.
;
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"