მოლაპარაკებები დასრულებულია, რადგან, როცა ჩვენ შევდივართ მოლაპარაკებაზე, გამოსვლისას ხელბორკილებს გვადებენ, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ოპოზიციასთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია აქციებსა და პიკეტს განაგრძობს.
“ბუნებრივია, გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ გარკვეულწილად ცვლილებები შევიდა ჩვენს გეგმებში. განსახილველი საკითხი ძალიან ბევრია, უპირველესად ის, რომ უნდა შევათანხმოთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რას ვაკეთებთ ხვალ, რას ვაკეთებთ ზეგ და ასე შემდეგ. როგორ გაგრძელდება ჩვენი პროტესტი და რა ფორმებით, ეს ყველა დეტალი უნდა გავიაროთ. ჩვენი რესურსი ამოწურულია. მოლაპარაკებები დასრულებულია, ჩვენ აღარ მივიღებთ მონაწილეობას მოლაპარაკებების ფორმატში. არც მეხუთე, არც მეექვსე და არც მეშვიდე რაუნდი არ იქნება, რადგან, როცა ჩვენ შევდივართ მოლაპარაკებების მაგიდასთან გამოსვლისას ხელბორკილებს გვადებენ. ამ პირობებში როგორ წარმოგიდენიათ გაგრძელდეს რაიმე სახის მოლაპარაკება ხელისუფლებასთან, თუნდაც საარჩევნო სისტემაზე? ახლა ჩვენ გადავდივართ მოქმედების სხვა მეთოდებზე, მათ შორის, რა თქმა უნდა, ქუჩის აქციებზე, პროტესტზე, იქნება პიკეტირება და რეგიონებში გასვლა, ჩვენ სხვა არჩევანი არ გაგვაჩნია”,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"