ირაკლი სესიაშვილი - უგულავას მხარეს მოვუწოდებ, სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს და ეჭვები მოიხსნება

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ხელისუფლების ინტერესია, რომ პოლარიზაციის პროცესი შემცირდეს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ ამიტომ მმართველი პარტია ოპონენტებს მოუწოდებს, რომ დიალოგში ჩაერთონ.

„თუმცა, მიმაჩნია, ოპოზიციას დიალოგი მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ პროცესი დესტრუქციისკენ წაიყვანოს და მხოლოდ მისთვის მისაღები წინადადებებით სიტუაცია ჩიხში შეიყვანოს. ევროპელი კოლეგების განცხადებას მივესალმები, რომ დიალოგი აუცილებელია, ეს სჭირდება არა „ქართულ ოცნებას", არამედ სახელმწიფოს, რადგან პოლარიზაციის შემცირება და თავისუფალი არჩევნების ჩატარება მხოლოდ დიალოგის გზით შეიძლება. მეორეს მხრივ, ოპოზიციის რადიკალურ პოზიციებსა და მათ დესტრუქციულ ქმედებებს ვხედავ, რაც მათი პოლიტიკური ნაბიჯია. ვიმედოვნებ, რომ საერთო ძალისხმევით დიალოგის რეჟიმს დაუბრუნდებიან", - განაცხადა სესიაშვილმა.

რაც შეეხება ევროკავშირის განცხადების შინაარსს, სესიაშვილის თქმით, კანონის უზენაესობა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრინციპია და ნებისმიერი მოწოდება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში შედის.

„რუსთავი 2“-ის საქმეზე ასეთივე განცხადებები გვესმოდა და ევროპარლამენტის წევრებს გარკვეული ეჭვები ჰქონდათ პოლიტიკურ მოტივაციაზე, თუმცა სტრასბურგის სასამართლომ ამ ყველაფერს სწორი და ობიექტური პასუხი გასცა. მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ამ მოწოდებას ვიღებთ, როგორც პრინციპულ მოწოდებას კანონის უზენაესობის დაცვაზე, რა მხრივაც საქართველო საერთაშორისო რეიტინგებით ერთ-ერთი ლიდერია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორისაც, რაც გვახარებს. ეჭვები და პოლიტიზირებული განცხადებები კიდევ ერთხელ რომ გავაქარწყლოთ, რომ საქართველოში რაიმე ფორმით პოლიტიკური მართლმსაჯულებაა, ამის კარგი მაგალითია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. უგულავას მხარეს მოვუწოდებ, სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს და ეჭვები მოიხსნება. კანონის უზენაესობის აღსრულებას წინ ვერც ერთი პოლიტიკური პროცესი ვერ დაუდგება. „ქართული ოცნება" გაცილებით მკაცრია პოლიტიკურ შეფასებებში, როცა ეს ჩვენი გუნდის წევრების მხრიდან რაიმე კორუფციულ ქმედებას ეხება. იცით, რომ ბათუმის მერი მართლმსაჯულების წინაშეა და ამ საქმეზე პოლიტიკური მოტივაციის ეჭვები არავის არ გასჩენია. უგულავას საქმე წლების განმავლობაშია წარმოებული. მან პირველი და მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა, რითაც ალბათ, არაპირდაპირ დანაშაული აღიარა. ამ დანაშაულზე პასუხი უნდა აგონ. ადამიანურად არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ვინმეს იჭერდნენ, მაგრამ იმის სურვილიც არ მაქვს, რომ წინა ხელისუფლება დანაშაულს სჩადიოდეს. მე დარწმუნებული ვარ, მათი ეჭვი გაქარწყლდება სტრასბურგოს სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში“, - განაცხადა სესიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა